რუსეთის ნაკრების ქართველი მეკარე: „ქართველები არ მიყვარს, ცბიერები არიან...“
ეს საინტერესოა - 18:45, 02 Dec, 2013     18963

„ქართველები არ მიყვარს. ყველა მონათესავე ხალხებიდან ისინი ყველაზე ამბიციურები, უფრო ცბიერები არიან,“- ამბობს ჟურნალ „რეიტინგთში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში რუსეთის ქალთა ფეხბურთის ნაკრების მეკარე,  წარმოშობით ქართველი ელვირა თოდუა.

თოდუა რუსეთში აფხაზეთის ომის შემდეგ, ოჯახთან ერთად ჩავიდა და ამის შემდეგ იქ ცხოვრობს:

რუსეთში რომ გადმოვედით, საშინლად გაგვიჭირდა. ლტოლვილები უცხო ქვეყანაში, საბუთების გარეშე... ცხრა წელი ნაქირავებ ბინებში დავწანწალებდით, დედ-მამა სამ-ოთხ სამუშაოზე დადიოდა, რომ ოჯახი გამოეკვება. რთულად ვცხოვრობდით,“- ამბობს სპორტსმენი.

მისი დედა რუსია, მამას კი ეროვნებად აფხაზი უწერია, თავად ელვირა კი ამბობს, რომ ის ქართველი არ არის, თუმცა ასე მოიხსენიებენ. მისი თქმით - მას მეგრული გვარი აქვს და არა ქართული:

„კავკასიურ ხასიათს - იმპულსურობას, შემტევობას - ამას ვერ დამალავ. მე ქართველი არ ვარ, თუმცა ხშირად ასე მომიხსენიებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ქართული გვარია. სინამდვილეში თოდუა მეგრული გვარია, ეროვნება კი პასპორტში აფხაზი მიწერია. თუმცა, პრინციპში, ეს ერთი ხალხია - ქართველები, მეგრელები, აფხაზები. ასე რომ, თუ ვინმე ძალიან დაიჟინებს, არა, შენ ქართველი ხარო, - არ ვიუარებ.

როგორც უნდათ, ისე იფიქრონ. თუმცა ქართველები არ მიყვარს. ყველა მონათესავე ხალხებიდან ისინი ყველაზე ამბიციურები, უფრო ცბიერები არიან. თუმცა, რა თქმა უნდა, ეროვნება არაფერ შუაშია. ყველგან არიან კარგი და ცუდი ადამიანები,“- ამბობს რუსეთის ნაკრების მეკარე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42