ტაივანში 8 თვიანი პაუზის შემდეგ პირველად დადასტურდა კოვიდ 19-ის შიდა გადაცემის შემთხვევა. კორონავირუსი 30 წლის ქალს დაუდასტურდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, აღნიშნული ფაქტის შესახებ ბრიფინგზე მედიას ჯანდაცვის მინისტრმა, ჩენ ში ჩუნგმა განაცხადა. ქვეყანაში უკანასკნელი თვეების განმავლობაში ვირუსი უფიქსირდებოდათ სხვადასხვა ქვეყნებიდან თვითმფრიანვებით ჩამოსულ მგზავრებს, ხოლო შიდა გადაცემის უკანასკნელი შემთხვევა დაფიქსირდა 12 აპრილს. ამის შესახებ ინფორმაციას BANGKOKPOST-ი ავრცელებს.
როგორც გაირკვა, ინფიცირებულ ადგილობრივს კონტაქტი ჰქონდა 7 და 12 დეკემბერს ახალ ზელანდიელ პილოტთან, რომელიც კოვიდ-19-ით ტაივანში ჩამოფრენამდე დაინფიცირდა. ჯანდაცვის უწყების განცხადებით, საერთო ჯამში ვირუსის პოტენციური გამავრცელებელი კონტაქტები, 167 ადამიანი უკვე მოძიებულია და ამ დროისთვის იზოლაციაში იმყოფებიან.
ტაივანში საერთო ჯამში ინფიცირებულია 770 ადამიანი, რომელთაგან 632 გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 კი გარდაიცვალა. 131 ამ დრომდე აქტიურ მკურნალობას გადის- მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები






