"არ დაგავიწყდეთ დახედოთ თქვენს ხელისგლებს და თქვათ – ამ ხელებს შეუძლიათ" – ქართველი ასტროლოგის რჩევები საზოგადოებას
ეს საინტერესოა - 12:59, 22 Dec, 2020     1409

"დიდი შეერთება" რომელიც გუშინ კოსმოსში მოხდა, საზოგადოებაში დიდი განხილვის საგანია.

აღნიშნულს სოციალურ ქსელში ასტროლოგი რამაზ გიგაური ეხმაურება:

“იმ ხალხზე მეცინება, ვისაც ჰგონია, რომ ამ იუპიტერ-სატურნის შეერთებით რაღაც სიხშირეს მიაღწიეს ან რომელიღაც განზომილებაში გადავიდნენ. 22-ში რომ გაიღვიძებენ და ისევ ის ყაყა დახვდებათ, მერე?

საათის ციფერბლატსა და ისრებს არცერთი ადამიანი არანაირ განზომილებაში არ გადაჰყავს და არანაირ სიხშირეს არ ანიჭებს. ისინი გარკვეულ დროზე მიგვანიშნებენ და მათ საერთოდ არ აინტერესებთ, ჩვენ რისთვის ვიყენებთ ამ დროს ან საერთოდ ვიყენებთ თუ არა.

ჩვენი ერმალოსი არ იყოს: აპოკალიფსი არ იქნება!
არანაირი სიხშირე და ნაირფერადი განზომილება არ იქნება. დაიკაპიწეთ ხელები და აკეთეთ თქვენი საქმე.
დრო მიდის!

და კიდევ, არ დაგავიწყდეთ, დაწეროთ 2020 წლის ანალიზი და 2021 წლის გეგმებიც „ჩამოყაროთ“.
იმის თქმა, რომ „2020 წელსაც ჩამოვყარე და მერე?“ არ მიიღება.

პაპაჩემმა იცოდა, რომ გვალვიანი წლის მეორე წელს აუცილებლად უნდა დაეთესა სიმინდი, ხორბალი, ლობიო თუ კარტოფილი. მით უმეტეს უნდა დაეთესა!

ასე რომ, დაიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ რის „დათესვას“ აპირებთ 2021 წელს და ნუ დაელოდებით, როდის გადახვალთ მე-11 განზომილებაში, რომლის პასუხი მგონი, გია დვალსაც არ ეცოდინება.
და კიდევ, არ დაგავიწყდეთ ჩემი სიტყვები – დახედოთ თქვენს ხელისგულებს და თქვათ: ამ ხელებს შეუძლია!

P.S. ბიძაჩემის არ იყოს: მიდით, გაიათ, გაჲცით ახლა!”, – წერს რამაზ გიგაური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42