22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 22:06, 21 Dec, 2020     2025

ვერძი

ამჟამად სასიცოცხლო პოტენციალი მაღალი გაქვთ. საქმის მიმართ მომატებული ინტერესი დაგეხმარებათ, კონკრეტულ საქმიანობაში წარმატებას მიაღწიოთ. იზრდება თქვენი შემოქმედებითი და სექსუალური პოტენციალი და ადამიანების დარწმუნების უნარი. გამორიცხული არაა ფინანსური წარმატება, რაც მოგებასთან ან წარმატებულ შენაძენთან იქნება დაკავშირებული.

კურო

სირთულეები და წინაღობა, რომელიც გზაზე შეგხვდებათ, მალე დაიძლევა. თამამად იარეთ წინ. რაც უფრო წინ მიიწევთ, მით მალე მიაღწევთ მიზანს. დახმარებას იქიდან მიიღებთ, საიდანაც არ ელით. უარს ნუ იტყვით დახმარებაზე, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა გეჩვენოთ.

ტყუპები

ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი შემცირებულია. გამორიცხული არაა ტრავმები, მოწამვლა ან ქრონიკული დაავადების გამწვავება. არასასურველია ნებისმიერი სახის ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა.

კირჩხიბი

ამ დღეს მოსალოდნელია ოჯახური კონფლიქტი. გამორიცხული არაა ეჭვიანობის სცენები. მშობლებთან და შვილებთან ურთიერთობაში გამოცდა გელით. თუ კონფლიქტური სიტუაციის მოგვარებას შეძლებთ, ოჯახში მშვიდობა და სიყვარული დაისადგურებს. მოერიეთ სიამაყეს და ეცადეთ, წყენა აპატიოთ. ყურადღებას ნუ მიაქცევთ წვრილმან უსიამოვნებებს, გავა დრო და ყველაფერი მოგვარდება.

ლომი

შესანიშნავი დღეა საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობისთვის. შემთხვევითი ნაცნობობა შეიძლება, ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს. მოსალოდნელია ფინანსური წარმატება, რაც მოგებას, საჩუქარს ან წარმატებულ შენაძენს უკავშირდება. საკუთარი წარუმატებლობა ან პარტნიორის მიმართ პრეტენზიები საყვარელ ადამიანს გაანაწყენებს.

ქალწული

სულიერი განწმენდისა და ჭეშმარიტებაში წვდომის დღეა. ამ დღეს საკუთარ „ეგოს“ წარმატებით გაუმკლავდებით. თქვენი მახვილი გონებით და კამათის ხელოვნებით საზოგადოებაში მოწონებას დაიმსახურებთ. საქმის მიმართ გამოჩენილი ინტერესი კონკრეტულ საქმიანობაში წარმატებას მოგიტანთ.

სასწორი

ეცადეთ, საკუთარი სურვილები შეზღუდოთ და ეს დღე სულიერ განვითარებას დაუთმოთ. იკითხეთ სასულიერო ლიტერატურა და ეკლესიაში წადით. ეცადეთ, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ. შედეგად უზარმაზარ ფიზიკურ და სულიერ პოტენციალს შეიძენთ, რაც ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებათ.

მორიელი

პასიური დღეა, ამიტომ მოვლენები არ უნდა დააჩქაროთ. თავს რატომღაც დაუცველად გრძნობთ. ეცადეთ, სულიერ პრობლემებზე მოახდინოთ კონცენტრირება და საკუთარ ინტუიციას ენდეთ. სასურველია სამკურნალო პროცედურების ჩატარება. დღის უმეტესი ნაწილი, ბავშვებთან ერთად, ბუნებაში გაატარეთ.

მშვილდოსანი

ჯანმრთელობისთვის ფრიად არასასურველი დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი შემცირებულია. მოსალოდნელია ტრავმები, მოწამვლა ან ქრონიკული დაავადების გამწვავება. დაძაბულმა მუშაობამ და დაღლილობამ შეიძლება ძალიან გაგაღიზიანოთ და გაგანერვიულოთ. გამორიცხული არ არის გარეშე პირთა აგრესიაც. ერიდეთ კატეგორიულობას, მარტო სეირნობას და ბნელ ქუჩებს.

თხის რქა

ენერგიის მიღებისა და სულიერი განწმენდის დღეა. თხის რქა ქალები თაყვანისმცემელთა ყურადღების ცენტრში მოექცევიან. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი კარიერის შექმნაში და აღიარების მოპოვებაშიც დაგეხმაროთ. მამაკაც თხის რქებს სანუკვარი ოცნების ასრულება ელით. სასიცოცხლო ენერგიის მატება დადებითად აისახება თქვენს პირად ცხოვრებაზე, თუმცა გამორიცხული არაა, რომ ზედმეტმა პრაქტიკულობამ რომანტიკული გრძნობების გამოვლენაში ხელი შეგიშალოთ.

მერწყული

ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მატებას იწყებს. ყველაზე რთულ ამოცანებსაც კი ადვილად გაუმკლავდებით. ხელოვანი ადამიანები საკუთარი პოტენციალის გამოვლენას შეძლებენ. ხელიდან ნუ გაუშვებთ სოციალური და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას. უარს ნუ იტყვით ახალი საქმის დაწყებაზე, თუნდაც უპერსპექტივოდ გეჩვენებოდეთ.

თევზები

ამ დღეს მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის გაუარესება. ეცადეთ, ეკონომიურობა გამოიჩინოთ და ფინანსები აკონტროლოთ. გამორიცხული არაა ქურდობა და მოტყუება. ხანდაზმულ თევზებს შესაძლოა, ქრონიკული დაავადება გაუმწვავდეთ. გაუფრთხილდით ნერვიულ სისტემას. სტრესები და ემოციური გაუწონასწორებლობა შეიძლება ავადმყოფობის მიზეზი გახდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42