უვადო მოსამართლეობის კანდიდატი: სასამართლო სისტემას ამერიკაშიც აკრიტიკებენ
სამართალი - 17:17, 21 Dec, 2020     1406
სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი ილონა თოდუა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითვებს პასუხობს. ის ერთ-ერთი მათგანია, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის კონკურსში მონაწილეობს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის კითხვაზე, თუ რატომ უჩნდებათ მოქალაქეებს სურვილი, მოსამართლეებს მონა უწოდონ, როგორც ეს 2019 წლის 20 ივნისს დაკავებული ადამიანების სასამართლო პროცესების შემდეგ მოხდა, თოდუამ განმარტა, რომ ეს ფაქტი საქართველოს იურისტთა ასოციაციამაც უარყოფითად შეაფასა და თავის ანგარიშში მიუთითა, რომ მოსამართლეს არ ჰქონდა დასაბუთებული, რა ნიშნით აერთიანებდა ბევრი ადამიანის საქმეს:

"ის, რომ საზოგადოებამ უწოდა კონკრეტულ პირს ის, რაც უწოდა, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება. თუმცა, კრიტიკას შეიძლება იწვევდეს უსამართლობის განცდა. არ ვიცი, რატომ უჩნდებათ მოქალაქეებს ამის სურვილი. მოქალაქეები იყენებენ უფლებას, მიმართონ სასამართლოს. თუ დარღვეული უფლების აღდგენა ხორციელდება მექანიზმით და ესეც გაწერილია. მინდა, პასუხი სამართლებრივ ჩარჩოში მოვაქციო. ეს არის კრიტიკა და ისეთ თავისუფალ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა, ხდება ხოლმე სასამართლოს და სასამართლოს მოხელეების მიმართ კრიტიკა". - განაცხადა თოდუამ.

რაც შეეხება ჯანეზაშვილის შეკითხვას, სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს მოსამართლეების გადაწყვეტილებაში, თოდუამ აღნიშნა, რომ სასამართლო დღეს უფრო თავისუფალია, ვიდრე ეს გუშინ იყო:

"მოდით ესე ვთქვათ, სამართლებრივი შტოების ფუნქციები არის კანონმდებლობით განსაზღვრული. მოდით ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასთან მიმართებაში, თუ ვიგულისმებთ მართალია ყველას თავისი ფუნქცია აქვს, მაგრამ შესაბამისად ინსტიტუციურად, თუ პოლიტიკურად მოხდა საკითხი სასამართლო რეფორმის განხორციელების წინსვლას რომელიც ექვემდებარება სასამართლოს განვითარებას და სხვა… ბიუჯეტის საკითხს და ასე შემდეგ, მე ვფიქრობ, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარკვეულწილად შეზღუდული იყოს და არ ქონდეს კომუნიკაციის ვალდებულება. მე ვფიქრობ, რომ სასამართლო დღეს გაცილებით დამოუკიდებელია, ვიდრე გუშინ იყო და შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ ხვალ კიდევ უფრო დამოუკიდებელი იქნება" - უპასუხა თოდუამ. თუმცა, თოდუამ ვერ უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის ლევან გზირიშვილის შეკითხვას, თუ რა ფორმებია ხალხის მიერ ხელისუფლების განხორციელებისა და რა ფორმით არის ხელისუფლების წყარო ხალხი.
ილონა თოდუა: სამართლებრივმა სახელმწიფომ სამართლებრივი კულტურის მაღალი სტანდარტი უნდა ჩამოაყალიბოს. ის უნდა მოქმედებდეს ქმედითი კანონით, ისეთი კანონით, რომელიც არ არის ბუნდოვანი და ყველას ექნება საშუალება, მოახდინოს კანონში მოცემული უფლების რეალიზების საშუალება. კანონი მოქალაქისთვის არ უნდა იყოს ბუნდოვანი. თუ არ იკვეთება, რა არის კანონსაწინააღმდეგო, ვერ გაიგებს იმ წესრიგს, რაც კანონით არის მოწესრიგებული. შესაბამისად, განაწილების პრინციპიც, ეს არის ხელისუფლების შტოებს შორის ამ ფუნქციების განაწილება. ნიშნავს იმას, რომ თითოეული ეს სფერო დამოუკიდებელია ერთმანეთისგან და თავიანთ ფუნქციას თავისი უფლებამოსულების ფარგლებში ახორციელებენ. შესაბამისად, ჩარევა დაუშვებელია. საკონსტიტუცო სასამართლო ახორციელებს განმარტებას, დაიცვას ბალანსი განაწილების მექანიზმი არის, დაიცვას ბალანსი ფორმებს შორის, რომ არ მოხდეს რომელიმეს მიმართ ძალაუფლების უზურპაცია და შესაბამისად, გაწონასწორება, თვითშეკავების მექანიზმი.
[....]
ლევან გზირიშვილი: ხალხი არის ხელისუფლების წყარო. რა ფორმებია ხელისუფლების განხორციელების?
ილონა თოდუა: ხალხი გახლავთ ხელისუფლების წყარო. ფორმაში რას გულისხმობთ?
ლევან გზირიშვილი: ფორმა არსებობს პირდაპირი მონაწილეობა ხელისუფლების მართვაში რაში გამოიხატება და...?
ილონა თოდუა: ის რომ დემოკრატიული სახელმწიფო გვაქვს. დემოკრატია ნიშნავს, ასე ვთქვათ, ხალხს და ძალაუფლებას და სწორედ ის...
ლევან გზირიშვილი: აი, რომ ირჩევს პარლამენტს, ეს პირდაპირი მონაწილეობაა?
ილონა თოდუა: პირდაპირი, შესაბამისად, გეთანხმებით. ეს არის მისი ნების გამოვლენა, რომ ამ პროცესში მიიღოს მონაწილეობა.
ლევან გზირიშვილი: ირჩევს წარმომადგენელს...
ილონა თოდუა: და ამავე დროს იყოს ამ ფორმატში თვითონ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების...
ლევან გზირიშვილი: აი, რეფერენდუმისა და იმის დროს, პირდაპირია თუ?
ილონა თოდუა: პირდაპირია, გეთანხმებით. ეს ამ შემთხვევაში ხორციელდება, ასე ვთქვათ, იმ მეორე ფორმატში, რომელიც ხორციელდება არჩევის გზით. თუმცაღა, თუ რეფერენდუმთან მიმართებაში ვსაუბრობთ, რეფერენდუმი ეს არის, ასე ვთქვათ, მმართველობის ფორმაში, ასე ვთქვათ, სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით შესაძლებელია ეს საკითხი განხორციელდეს და მოწესრიგდეს და ხორციელდება, ასე ვთქვათ, როგორც... ერთი გახლავთ რეფერენდუმი, მეორე გახლავთ პლებისციტის სახით. მათ შორის ის არსებითი განსხვავება არის ორივე სახელმწიფოებრივ საკითხზე, მოდი ესე ვთქვათ, სახელმწიფოებრივ საკითხებთან მიმართებაში ხორციელდება.
უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლის 10 ვაკანსიაა. 9 ადგილისთვის კონკურსში 50 კანდიდატი მონაწილეობს, 1 ადგილისთვის - 22.
ილონა თოდუამ განაცხადი ორივე კონკურსში შეიტანა, შესაბამისად, მისი გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოგვიანებით, სხვა კონკურსის ფარგლებში კიდევ ჩატარდება.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42