„ივანიშვილზე ნურვინ ნუ იტყვის წავიდაო. ის მისდღემჩი აქ იქნება,“- ამბობს პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი გაზეთ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში და აცხადებს, რომ ექსპრემიერი იმას აშენებს, რაც წინა ხელისუფლებამ დაანგრია.
„რაც სააკაშვილმა დაანგრია, ახლა ამას აშენებს ივანიშვილი. ამათ დაანგრიეს სულიერება, ამათ დაანგრიეს სიყვარული, ამათ დაანგრიეს კაცობა! მე იმის იმედი მაქვს, რომ ეს კეთილშობილი კაცი ისევ საქართველოს მშენებლად დარჩება. ახლა ლაპარაკობენ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩავატაროთო... თუმცა მაგისი დრო ახლა არ არის,“- ამბობს ჩარკვიანი ,,ქრონიკასთან“ საუბრისას.
მისი თქმით, ის ძალიან იმედიანად არის განწყობილი ახალი პრემიერისადმი, რადგან ის ,,მე ვარ და ჩემი ნაბადი კაცი“ არ ჩანს.
,,ყოველთვის დახვეწილი კაცი იყო, ყოველთვის კარგი სახელი ჰქონდა, არასოდეს პრეტენზიული არ ყოფილა, ,,მე ვარ და ჩემი ნაბადი“ არ არის.
რაღაცნაირად დიდი იმედი მაქვს მაგისი, ნამდვილად საინტერესო პიროვნებაა,“- ამბობს პოეტი ირაკლი ღარიბაშვილზე.
მასალის გამოყენების პირობები






