მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა პაიჭაძე თანამდებობას ტოვებს.
ამის შესახებ „ნიუპოსტს“ პროკურატურასთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა. წყაროს ცნობით, ხათუნა პაიჭაძის გადაწყვეტილება მთავარი პროკურორის შეცვლას უკავშირდება.
„ნიუპოსტი“ კომენტარისთვის ხათუნა პაიჭაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ პროკურატურაში დარჩენას არ აპირებს:
„ეთიკის საკითხია, როცა მოდის ახალი ხელმძღვანელი, მას უნდა მისცე საშუალება, რომ თავისი გუნდი ჩამოაყალიბოს და ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება“, - უთხრა მან „ნიუპოსტს“.
შეკითხვაზე, შეხვდა თუ არა მთავარ პროკურორს და ესაუბრა თუ არა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, ხათუნა პაიჭაძე აცხადებს, რომ პრესსამსახურის ხელმძღვანელის ამპლუაში მას უკვე შეხვდა, მაგრამ გადაწყვეტილება პირადად მიიღო და ამის შესახებ განცხადებაში მიუთითებს.
მასალის გამოყენების პირობები






