„ჩემზე თავდასხმის დამგეგმავი წინა ხელისუფლებამ გაათავისუფლა, ახალმა - სპეცრაზმის უფროსად დანიშნა“
სამართალი - 14:32, 02 Dec, 2013     3776

ბიზბესმენი ვალერი გელაშვილი აცხადებს, რომ თუკი დღის წესრიგშია ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციის გასხვისების საკითხი, ის აუცილებლად მას უნდა დაუბრონონ.

გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში გელაშვილი მასზე წინა ხელისუფლების დროს განხორციელებულ თავდასხმის დეტალებზე საუბრობს და ასახელებს პირს, რომელმაც მასზე ტავდასხმა დაგეგმა. გელაშვილის განცხადებით, ის ახალმა ხელისუფლებამ სპეცრაზმის უფროსად დანიშნა:

„ითქვა, რეზიდენცია უნდა გასხვისდესო. ავლაბარში პრეზიდენტურა თუ აღარ იქნება, აუცილებლად მოვითხოვ, დამიბრუნონ ჩემი ქონება. გასხვისების შემთხვევაში ის ადგილი თუ ვინმეს ეკუთვნის, პირველი მე ვარ“, - ამბობს ვალერი გელაშვილი და ტავდასხმის დეტალებზე გადადის:

„ხელისუფლებაში მოსულმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" რეზიდენციის მშენებლობა ჩემს კომპანიას დაავალა. თანხის ნაწილი რომ დავხარჯე, შევატყვე, ფულის გადახდას არ აპირებდნენ და ამაზე კონფლიქტიც მომივიდა უგულავასთან. ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი - ჩემი ქონების ხელში ჩაგდებაც მოინდომეს და კუთვნილი ფულიც აღარ მომცეს. სახლი დავლუქე და ვილნიუსში იმ იმედით გავემგზავრე, რომ შეუთანხმებლად შიგ ვერავინ შევიდოდა.

ერთ დღეს ვიღაცამ დამირეკა და დამემუქრა, თუ დაბრუნდები, ტერორისტულ აქტს მოგიწყობთო.  მესმოდა, როგორ კარნახობდა უგულავა იმ კაცს, რა უნდა ეთქვა ჩემთვის. ჩამოვედი და მუქარა აასრულეს. სასიკვდილოდ მცემეს, სპეცრაზმელებში განსაკუთრებული სისასტიკით ოთხი კაცი გამოირჩეოდა.

ერთი მათგანი ის იყო, ვინც ტელეფონზე მესაუბრა. ცემის შემდეგ, გონება რომ დამეკარგა, საავადმყოფოში წამიყვანდნენ, ოპერაციას გამიკეთებდნენ და მაგიდაზე დამტოვებდნენ. ამიტომ თვითმფრინავი გამოვიძახე და საზღვარგარეთ გავფრინდი.  

ჩემზე თავდასხმის დამგეგმავი ვახტანგ ზუხბაია დღეს სპეცრაზმს ხელმძღვანელობს. თავის დროზე, "ნაციონალებმა" გაათავისუფლეს, ახალმა ხელისუფლებამ კი ისევ სპეცრაზმის უფროსად დანიშნა“, - ამბობს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ბიზნესმენი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42