ფსიქოლოგი „მიშიზმზე“: ამ დაავადების მკურნალობა სახელმწიფომ უნდა ითავოს
საზოგადოება - 14:14, 02 Dec, 2013     3623

რა არის ,,მიშიზმი“ - დაავადება თუ ფსიქიკური მდგომარეობა?- ამ სათაურით სტატიას გაზეთი ,,ქრონიკა“ აქვეყნებს.

ფსქოლოგი გივი მერაბიშვილი გაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ ეს ისეთივე მდგომარეობაა, როგორიც ,,სტალინიზმი“, ,,ზვიადისტობა“ და ა.შ. ფსიქოლოგი რჩევასაც აძლევს მათ, ვისაც ,,მიშიზმის“ მიმდევრებთან შეხება უწევთ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე- ,,რას ურჩევდით საზოგადოებას, როგორ უნდა მოექცნენ ,,მიშისტებს“, რომ რამე შარში არ გაეხვნენ?“ მერაბიშვილი რჩევას იძლევა:

,,მათ, უპირველესად, პოლიტიკაზე არ უნდა დაუწყონ ლაპარაკი, აუგად არ უნდა მოიხსენიონ სააკაშვილი, მისი მომხრე პოლიტიკოსები, ის 9 წლიანი პერიოდი როცა ის მართავდა ქვეყანას... ეს სავარაუდოდ აგრესიულს გახდით მათ.

გასწრებაზე მიგიდგებათ საქმე,თუ სადმე გადაეყრებით ამგვარ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, მიშა საერთოდ არ ახსენოთ,უბრალოდ გაერიდეთ, წადით“.

ფსიქოლოგი ურჩევს ,,ანტიმიშისტებს“, რომ სჯობს მათ ექსპრეზიდენტის ქება-დიდებაში აჰყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალდებიან. ფსიქოლოგი ამბობს, რომ თუ მიშაზე აუგს ვინმე იტყვის, ,,მიშისტები“ მას არ დაინდობენ და სცემენ კიდეც.

ჟურნალისტის კითხვა: ,,დიდი მადლობა გაფრთხილებისთვის, ბ-ნო გივი,, აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს რჩევას, საკუთარ თავს რა შეიძლება დაუშავონ ამ დეპრესიულმა ადამიანებმა?“

გივი მერაბიშვილი: ,,არა მგონია მომავალში სუიციდის შემთხვევას ჰქონდეს ადგილი ,,მიშიზმის“ ნიადაგზე, თუმცა მიშისტებმა შესაძლოა საკუთარ თავს რაიმე დაუშავონ ღრმა დეპრესიის შემთხვევაში.

დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ,,მიშიზმის“ ნიადაგზე გამოწვეული დეპრესია თავის მხრივ გამოიწვევს მუდმივ უხასიათობას , შიშებს , შრომისუნრიანობის დაქვეითებას, ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევას და სხვა მოვლენებს.“- ამბობს ფსიქოლოგი.

შეკითხვაზე, ,,ამგვარი ადამიანები“ ხომ არ დაიწყებენ მიშას და მისი ნათესავების დაბადების დღეების აღნიშვნას, ფსიქოლოგი პასუხობს, რომ ამგვარი ახირებები მათ ნამდვილად ახასიათებთ, შესაძლოა მათ არ დაავიწყდეთ ვარდების რევოლუციის წლისთავის აღნიშვნა.

მერაბიშვილის თქმით, ისინი ყველა იმ თარიღს აღნიშნავენ, რომელსაც ,,მათი აზრით, მიშაც იზეიმებდა“.

გამოცემა იმითაც დაინტერესდა, ექვემდებარებიან თუ არა ,,მიშისტები“ მკურნალობას:

 ,,კი მათ ფსიქოთერაპიის კურსი სჭირდებათ, მკურნალობის გარეშე ავადმყოფები არ განიკურნებიან და ეს აქსიომაა,“- ამბობს ფსიქოლოგი.

გამოცემა დაინტერესდა, რა ეშველებათ კონკრეტულად უიმედო ავადმყოფებს:

მათი საშველი, როგორც ფსიქოლოგი ამბობს, სააკაშვილის პრეზიდენტად დაბრუნებაა.

,,რამდენადაც ეს გამორიცხულია, ამდენად ბევრი ,,მიშისტი“ დეპრესიიდან, ალბათ ვერ გამოვა და მათი განკურება ვერ მოხერხდება, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მათ ასეთი პერსპექტივა ელით“- ამბობს გივი მერაბიშვილი.

ჟურნალისტი და ფსიქოლოგი ფიქრობენ, რომ ,,მიშისტების“ მკურნალობის დაფინანსება სახელმწიფომ საკუთარ თავზე უნდა აიღოს, რადგან ,,მიშიზმის“ მიმდევრები სისტემის მსხვერპლად შეიძლება ჩაითვალონ.

პ.ს. როგორც სტატიას აწერია, ინტერვიუ ,,ნახევრად ხუმრობით“ არის ჩაწერილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42