უზენაეს სასამართლოში ახალმა მოსამართლეებმა ფიცი დადეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების წინაშე ფიცი გერმანე დადეშქელიანმა და ლევან მიქაბერიძემ ფიცი დადეს.
ფიცის დადების ცერემონიალს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი დაესწრო.
მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლის თანამდებობაზე გასამწესებლად საჭირო ხმების რაოდენობა მიიღეს გერმანე დადეშქელიანმა, გიორგი მიროტაძემ, ლევან მიქაბერიძემ, ციცინო კიკვაძემ, მურთაზ მეშველიანმა, ნატალია ნაზღაიძემ, გოჩა ფუტკარაძემ, მერაბ ღვინიაშვილმა, ნინო შარაძემ, ნანა ჭიჭილეიშვილმა, ხათუნა ხომერიკმა და ნანა ჯანხოთელმა. ორი კანდიდატის გარდა, 10 მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა, ამიტომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე დღეს ფიცი მხოლოდ ორმა ახალმა მოსამართლემ დადო.
მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნა მათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა მიულოცა და განაცხადა, რომ აღნიშნული ორი მოსამართლე გერმანე დადეშქელიანი და ლევან მიქაბერიძე იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულები არიან. კონსტანტინე კუბლაშვილის განცახდებით, ორივე მათგანი პირველად ინიშნებიან მოსამართლის თანამდებობაზე.
"ვულოცავ მათ, ორივე არის გამორჩეული იმ უნარ-ჩვევებით, რაც აუცილებელია მოსამართლისათვის და დარწმუნებული ვარ, ისინი კიდევ უფრო გააძლიერებენ ჩვენს სისტემას, რომელსაც ახლა სჭირდება კარგად ჩამოყალიბებული, ახალი მონდომებული კანდიდატების დანიშვნა", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






