მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი დიზაინერები და სამოდელო სახლები ქმნიდნენ და ქმნიან ლეგენდარულ ნივთებს, რომლებიც დროს უძლებენ და ისტორიას რჩებიან.
ჩენა კი არის აქსესუარი, რომელიც ნებისმიერი ქალის გარდერობში განსაკუთრებულ ადგილს უნდა იკავებდეს. მოდის ისტორიაში შექმნილია 9 ჩანთა, რომლებსაც ცნობილი ქალების საპატივცემულოდ დაარქვეს სახელი.
1. ჩანთა „ჰერმეს ბირკინსი“ – მას სახელი ჯეინ ბირკინსის საპატივცემულოდ ჰქვია

ჯეინ ბირკინსი ცნობილი ბრიტანელი მომღერალი და მსახიობია, იგი ფრანგი მუსიკოსის სერჟ გინსბურგის მეგობარი ქალი იყო, სწორედ მის სახელს ატარებს მოდის სამყაროში ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული ცანთა.
2. „გუჩი – ბარდო“ – ბრიჯიტ ბარდოს საპატივცემულოდ

„გუჩიმ“ ბარდოს ქალურობა და მიმზიდველობა ჩანთაში ასახა და ამით დაუმკვიდრა მოდის ისტორიაში აღნიშნულ ნივთ სამუდამო ადგილი.
3. „გუჩი – ჟაკლინი“ – ჟაკლინ კენედის საპატივცემულოდ

ჟაკლინ კენედის საყვარელი ბრენდი „შანელი“ გახლდათ, შესაბამისად – მოდის სახლმაც ასახა მისი სიყვარული ლეგენდარული ჩანთის სახით.
4. „ლედი დიორი“ – პრინცესა დიანას საპატივცემულოდ

ეს ჩანთა ლედი დიანას საფრანგეთის ყოფილმა პირველმა ლედიმ აჩუქა, ის პრინცესას ძალიან მოეწონა და სამოდელო სახლს მისი რამდენიმე ვარიანტის შექმნა, სხვადასხვა ფერში, სთხოვა.
5. „ფერაგამო სოფია“ – სოფი ლორენის საპატივცემულოდ

ნივთი, რომელიც „უნდა გქონდეს“ 2009 წელს შეიქმნა და ის მოდის სახლმა იტალიელ მსახიობს სოფი ლორენს მიუღღვნა.
6. „ჰერმეს კელი“ – გრეის კელის საპატივცემულოდ

ჩანთამ პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც ორსული კელი მუცლის დამალვას სწორედ ამ ჩანთის მიფარებით ცდილობდა.
მასალის გამოყენების პირობები






