16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 17:26, 15 Dec, 2020     1594

ვერძი

ახალი მფარველები ან პარტნიორები დასახული მიზნის მიღწევაში დაგეხმარებიან. თქვენი აქტიურობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. ოჯახური საქმეები თქვენგან გადამწყვეტ მოქმედებებს მოითხოვს. ოჯახის წევრებთან შექმნილი კონფლიქტური სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება.

კურო

გამორიცხული არაა, რომ ძველ მეგობარს ან სიყვარულს შეხვდეთ, მაგრამ, თუ ამჟამად ოჯახი გაქვთ, ეცადეთ, თქვენი ნოსტალგიური განწყობა მისკენ მიმართოთ. ამით მომავალში მოსალოდნელ უსიამოვნებას აიცილებთ თავიდან. ნუ დაივიწყებთ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ. საღამო აქტიურ დასვენებასა და ვარჯიშს მიუძღვენით.

ტყუპები

ეს დღე ჭეშმარიტების წვდომასა და სულიერ განწმენდას განასახიერებს. ყველა მიმართულებით წარმატებული დღეა, თუმცა ბევრი მუშაობა მოგიწევთ. სავარაუდოდ, სამსახურში საქმით აგავსებენ, თუმცა არ ინერვიულოთ. თქვენი შრომა შეუმჩნეველი და დაუფასებელი არ დარჩება.

კირჩხიბი

ამ დღეს მოერიდეთ აგრესიას და შეიკავეთ ემოციები, რომ კოლეგებთან და ნაცნობებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ. ერიდეთ ურთიერთობას მოსაწყენ და მომაბეზრებელ ადამიანებთან და ნუ დაივიწყებთ დღის რეჟიმის შესახებ. ეს დღე საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და სამუშაო ფორმის შენარჩუნებას უნდა მიუძღვნათ.

ლომი

ყურადღება მიაქციეთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას. დაიწყეთ დიეტა, თავი შეიკავეთ ცხოველური ცხიმების მიღებისგან. მშვენიერი დღეა ხალხური მედიცინით მკურნალობისთვის. პროფესიული საქმიანობის სფეროში გაძლიერებულია ინტუიცია და წინასწარმეტყველების უნარი. ლომ ქალებს ახალი ნაცნობობა ელით. შეხვედრები და საქმიანი კონტაქტები მოგებას მოგიტანთ. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები - სასიყვარულო ურთიერთობისთვის არახელსაყრელი დღეა. ოჯახური საქმეები თქვენგან გადამჭრელ მოქმედებებს მოითხოვს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ კონფლიქტური სიტუაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა, თქვენს სასარგებლოდ არ გადაწყდეს.

ქალწული

აქტიურობა ნებისმიერ საქმეში სასურველ შედეგს მოგიტანთ. ამ დღეს მოგიწევთ არჩევანის გაკეთება სასიამოვნოსა და აუცილებელს შორის. ცვლილებები გელით, რაც წარმატების შანსებს გაზრდის. მოსალოდნელია დაუგეგმავი მგზავრობა.

სასწორი

საკუთარი მოვალეობების სხვებზე გადაბარების სურვილმა შესაძლოა, ზოგიერთ კოლეგასთან და ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. დღის მეორე ნახევარი საკუთარ ჯანმრთელობას დაუთმეთ და ეცადეთ, კარგი სამუშაო ფორმა შეინარჩუნოთ.

მორიელი

ეს დღე ზარალსა და დანაკარგს უკავშირდება. ეცადეთ, უფრო ეკონომიური გახდეთ და ოჯახის ფინანსური მდგომარეობა აკონტროლოთ. ეცადეთ, მგზავრობა გაზაფხულამდე გადადოთ. ასაკოვან და დასუსტებულ ავადმყოფებს შესაძლოა, მდგომარეობა დაუმძიმდეთ და დაავადება გაუმწვავდეთ.

მშვილდოსანი

ცოდნის მიღების, ჭეშმარიტების წვდომისა და სულიერი განწმენდის დღეა. ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით, თუმცა ამისთვის დიდი ძალისხმევა და პარტნიორების დახმარება დაგჭირდებათ. სავარაუდოდ, ამ დღეს ყველასთვის საჭირო და აუცილებელი ადამიანი ხართ და სამსახურშიც უამრავ საქმეს დაგავალებენ. რთულია, მაგრამ თქვენი მონდომება და შრომისმოყვარეობა შეუმჩნეველი და დაუფასებელი არ დარჩება.

თხის რქა

თქვენი აქტიურობა და შრომისმოყვარეობა სასურველ შედეგს მოიტანს, თუმცა თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი არასტაბილურ მდგომარეობაშია. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ გარისკოთ და თავი შეიკავოთ ძვირფასი შენაძენისგან. შესაძლოა, უჩვეულო შემოქმედებითმა იდეამ შესანიშნავი შედეგი მოგცეთ, თუ მოვლენებს არ დააჩქარებთ. ხელსაყრელი დღეა ოჯახურ გარემოში დასვენების, მოგზაურობის და მეგობრებთან ან ბავშვებთან ურთიერთობისთვის.

მერწყული

წინააღმდეგობრივი, გაორებული დღეა. მოსალოდნელია დაუგეგმავი შემოსავალი ან ხარჯი. ეცადეთ, არ გარისკოთ. ნუ ენდობით პირველ შთაბეჭდილებას - ის მცდარია. მახვილი გონება და ანალიტიკური აზროვნება რთული სიტუაციიდან გამოსავალს გაპოვნინებთ. თავდაჯერებულობა და ოპტიმიზმი დაგროვილ პრობლემებთან გამკლავების საშუალებას მოგცემთ.

თევზები

ცოდნის დაგროვების დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, ხელიდან არ გაუშვათ წარმატების მოპოვების შანსი. დღის მეორე ნახევარში მშობლებთან ან შვილებთან ურთიერთობაში გამოცდა გელით. გამორიცხული არაა, ეჭვიანობის სცენა ან ფულის გამო კამათი. ეცადეთ, წყენა აპატიოთ. გაივლის დრო და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42