ექსპერიმენტებმა აჩვენეს, რომ ტრავმის გამომწვევი მოვლენები, სპერმაში დნმ-ის მოდიფიკაციის ქიმიური ცვლილებების გზით, ცვლიან გენების აქტივობას. ამას ცვლილებები შეაქვს ტვინის მუშაობასა და მომდევნო თაობების ქცევაში.
ატლანტის ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მოხსენებაში ნათქვამია, რომ თაგვები, რომლებიც გარკვეული სუნის შიშს მიაჩვიეს, ამ შიშს თავის შვილებსა და შვილიშვილებს გადასცემდნენ.
ექსპერტების თქმით, ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია შიშებისა და ფობიების სფეროში კვლევებისათვის.
ჩატარებული ექსპერიმენტების ფარგლებში, თაგვებს დაასწავლეს ნივთიერბა აცეტოფენონის სუნის შიში, რომლსაც მოყვავილე ქლიავის სუნი სდის. ამ არომატის თანხლებით, ცხოველებს დენს ურტყამდნენ მანამდე, სანამ არ მიიყვანეს იმ ზომამდე, რომ ამ სუნის შეგრძნებისთანავე, გაქცევით თავის შველას ცდილობდნენ.
შემდეგ, მკვლევარებმა შეისწავლეს ამ ტაგვების სპერმის შემადგენლობა და აღმოაჩინეს, რომ დნმ-ის მონაკვეთი, რომელშიც განთავსებულია ქლიავის ყვავილის სუნზე მგრძნობიარე რეცეპტორის Olfr151 გენი, მეთილირებული აქვთ „შეშინებული“ მამების შვილებს. ეს ნიშნავს, რომ გენი გაძლიერებულად მუშაობს და შესაბამისად, გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს ამ სუნის აღმქმელი ყნოსვის რეცეპტორი.
ექსპერიმენტის სიზუსტისათვის, მეცნიერებმა გამორიცხეს ყოველგვარი კონტაქტი „შეშინებულ“ თაგვებსა და მათ შთამომავლობას შორის. მიუხედავად ამისა, მათი შვილები და „შვილიშვილები“, რომლებიც არასოდეს შეხვედრიან მშობლებს, ფლობდნენ მაღალ მგრძნობელობას აცეტოფენონის სუნის მიმართ და მისგან დამალვას ცდილობდნენ, თუმცა, თავად ისინი არასოდეს შეუშინებიათ.
კვლევის შედეგი ამტკიცებს, რომ გარემო ზემოქმედებს გენების სტრუქტურაზე და ეს ცვლილებები თავის მხრივ გადაეცემა მომდევნო თაობებს.
მასალის გამოყენების პირობები






