19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმე - მცხეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება, სადაც მოწმეები დაიკითხებიან.
საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი ამბობს, რომ დღეს 10 მოწმე დაიკითხება, მათ შორის, შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი ერთ-ერთი მოწმე, დაზარალებული არასრულწლოვნი ნ.ხ. დღესვე დაკითხავან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს და ექსპერტს.
"ნ.ხ არის ერთ-ერთი დაზარალებული აგარაკის ეპიზოდში, ანუ მასზე განხორციელდა ძალადობა, შესაბამისად, ამ ადამიანზე განხორციელებული ძალადობა, მათ შორის, როგორც ჩიქოვანზე განხორციელებული ძალადობა გახდა მოტივი იმისა, რომ გიორგი შაქარაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს თავს დაესხნენ, მათ შორის, ჩიქოვანი და სხვა პირები. უამრავი კითხვა იქნება ნ.ხ.-სთან დაკავშირებით, მათ შორის, კითხვები იქნება იმის თაობაზე, რომ თბილისში დაბრუნების შემდგომ როგორ ჩამოვიდა მცხეთაში, რა მიზანი ამოძრავებდა. ის „მერსედესის“ მარკის ავტომობილში იყო",-აცხადებს პროკურორი.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.
მასალის გამოყენების პირობები






