საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით საყვარელიძე კიევიდან, საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე ეხმაურება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და აღნიშნავს, რომ კიევისკენ მთელი ქვეყნიდან მანქანების კოლონები მიემართება:
„უკრაინის ყველა მხარედან ავტოკოლონები მოემართება კიევის მიმართულებით! ხვალ (დღეს - რედ.) პიკი იქნება! დღეს მთელი დღეა სულით და გულით უკრაინელ თავისუფლებისმოყვარე ხალხთან ვარ!
ბუნებრივად და გეოგრაფიულად გარდაუვალია, როგორც საქართველო, ისე უკრაინა ასცდნენ განვითარების და ცივილიზაციის გზას!
წარმომიდგენია, რა ხდება როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა სავარძლებში გამაგრებული მე-5 კოლონის წარმომადგენლების გულებში ეხლა...
ვაი თუ ჩვენი განკითხვის დრო დადგაო, ალბათ, ფიქრობენ.
თქვენი დროც დადგება, საქართველოს რუსეთუმეებო!“, - წერს დავით საყვარელიძე.
მასალის გამოყენების პირობები






