
ინგა გრიგოლია "ქართული ოცნების" წევრის, გია ვოლსკის კომენტარს ეხმაურება, რომელმაც დღეს ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტებს ზონდერები უწოდა.
"თავი დაანებეთ ჟურნალისტების დამუნათებას. "ტვ პირველის" ჟურნალისტები არ არიან რომელიმე პარტიის თანამშრომლები, ძალიან დიდი ბოდიში, ზონდერები მოიკითხეთ თქვენს რიგებში.
ძველ გადაცემებს გადახედეთ, ვინ იყვნენ ხოლმე იქ ტაშის დამკვრელებად. თქვენს რიგებში რომ სხედან ახლა, ის ადამიანები არიან. როცა თქვენ ტახტზე წამოკოტრიალებულები გვიყურებდით, როდესაც მე, დიანა და სხვები ვაშუქებდით სააკაშვილის დროინდელ ამბებს, დანაშაულებს, აი, მაშინ სახელისუფლებო პარტიის ტაშის დამკვრელი იყო ზოგიერთი, ვინც დღეს პარლამენტში იჯდა ლურჯი დროშის ქვეშ. ამიტომ, ჟურნალისტებისთვის ზონდერების დაძახებას თავი დაანებეთ" - განაცხადა ინგრა გრიგოლიამ.
მასალის გამოყენების პირობები


