26 მაისის აქციის საქმეზე წინასასამართლო სხდომა განახლდება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.
დაცვის მხარე დღეს კიდევ ერთხელ დააყენებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობას, რომელიც წინა პროცესზე არ დაკმაყოფილდა.
თუმცა, მოსამართლემ არსებით განხილვაზე დაუშვა ამერიკული კომპანია „დენსუსის“ მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს შეეხება.
აღნიშნული დოკუმენტის მტკიცებულებად დაშვებას დაცვის მხარე ითხოვდა. ვანო მერაბიშვილს ბრალად დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურეობრივი უფლებამოსილებების გადამეტება ედება.
„თბილისის საქალაქო სასამართლოში ბატონი ვანო მერაბიშვილის მიმართ 26 მაისის ეპიზოდთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა განახლდება. პროცედურულად დარჩენილია მსაჯულების განმარტება მოსამართლის მიერ და ჩვენც გვექნება ერთი შუამდგომლობა, რასაც პროცედურა მოითხოვს, ეს გახლავთ შეწყვეტასთან დაკავშირებული მოთხოვნა, ჩვენ მაინც დავაყენებთ ამ შუამდგომლობას“, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






