ტელეკომპანია „როსიას“ ჟურნალისტს კიევში, ევრომაიდანზე რამდენიმე ათეულმა დემონსტრანტმა ალყა შემოარტყა მაშინ, როცა ის პირდაპირი ჩართვისთვის ემზადებოდა. უკრაინელებმა დაიწყეს სკანდირება: „უკრაინა ევროპაა!“; „რუსეთო, შეგვეშვი!“, ხოლო დემონსტრანტთა ნაწილი ჟურნალისტს ტენდენციურობაში ადანაშაულებდა.
„თქვით სიმართლე“, „როსია!“ ილაპარაკე და აჩვენე სიმართლე!“ - ეს შეძახილები ისმოდა ჟურნალისტის ირგვლივ. ერთ-ერთმა დემონსტრანტმა „პუტინისთვის ორი სიტყვის თქმის“ მიზნით ჟურნალისტს მიკროფონი სთხოვა, რაზეც „როსიას“ წარმომადგენელმა უარი განაცხადა.
კიევში შეკრებილი დემონსტრანტები უკმაყოფლება, სავარაუდოდ, ტელეკომპანია „როსიას“ იმ სიუჟეტებმა გამოიწვია, სადაც „ევრომაიდანი“ გაქილიკებული იყო, ხოლო მისი მონაწილეები სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულ მასად გამოაცხადეს.
საბოლოოდ, „როსიას“ ჟურნალისტმა ამ კონკრეტული ადგილიდან ჩართვა ვერ მოახერხა.
მასალის გამოყენების პირობები






