გიორგი კავკასიძე: ვილნიუსის გაკვეთილები
პოზიცია - 21:05, 01 Dec, 2013     4256

საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ქართველი ბიზნესმენი გიორგი კავკასიძე ვილნიუსის სამიტს ეხმიანება და რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობას პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასპექტში განიხილავს.

ბიზნესმენი ასკვნის, რომ უკრაინა ევროპასა და რუსეთს ევაჭრებოდა, რათა მაქსიმალური ხეირი ენახა და არც არასდროს აპირებდა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელისმოწერას:

„დამთავრდა ვილნიუსის სამიტი. უკრაინა შფოთავს, საქართველო ზეიმობს. მე კი ეჭვი მღრღნის, რომ უკრაინის მთავრობა არც არასდროს აპირებდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას და ბოლო ორი წელი მხოლოდ ლავირებდა ევროპასა და რუსეთს შორის.

უკრაინის მთავრობა ორი წელი “ევაჭრებოდა” ევროპასა და რუსეთს, რათა მაქსიმალური ხეირი ენახა - როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური. და როდესაც გადამწყვეტი მომენტი დადგა, უარი თქვა ხელშეკრულების ხელმოწერაზე.

რატომ ვფიქრობ ასე?

1. უკრაინის პრემიერმა განაცხადა, ასოცირების ხელისმოწერის შემთხვევაში რუსეთი შეწყვეტს ჩვენთან სავაჭრო ურთიერთობებს(ემბარგო), ამას კი უკრაინის ეკონომიკა ვერ გადაიტანსო.

2. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა - ბოლო ორი წელი ერთი-ერთზე ვიყავი დაპირისპირებული პუტინთან, რომელიც წარმოუდგენელ ზეწოლას ახორციელბდა ჩვენზეო.

3. ბოლოს კი თქვა - სხვა გზა არ მქონდა, ქვეყანა უნდა გადამერჩინაო.

უკრაინის მთავრობას, მინიმუმ, 2 წელი ჰქონდა იმისთვის, რომ ეკონომიკის დივერსიფიკაცია მოეხდინა და შეემცირებინა რუსეთზე დამოკიდებულება.

ამისთვის საჭირო იყო საექსპორტო საქონლის ხარისხის გაზრდა და ამ ხარისხის მიახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან.

მეორე მხრივ კი, საჭირო იყო, მსოფლიო ბაზარზე მოეძია რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის კონკურენტი საქონელი.

გადავხედოთ უკრაინა-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობებს:

20111 წლის სავაჭრო ბრუნვა 54.9მილიარდი $(საერთო ბრუნვის 33%)

2012 წლის სავაჭრო ბრუნვა 51.4 მილიარდი $ (საერთო ბრუნვის 29.6%)

2013 წლის პირველი ექვსი თვის სავაჭრო ბრუნვა 20.3 მილიარდი $ (საერთო ბრუნვის26.6%).

ამ ციფრებიდან აშკარაა, რომ უკრაინა ვერ გათავისუფლდა რუსეთზე “დამოკიდებულებისგან”.

ეჭვი მეპარება, რომ უკრაინის მთავრობა ისეთი გულუბრყვილო იყოს, რუსეთის “კეთილი ნების”იმედი ჰქონოდა და ჰგონებოდა, რომ რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტებს არ აამუშავებდა უკრაინის“განთავისუფლების” წინააღმდეგ.

(2013 წლის დასაწყისში ეს აშკარა გახდა, როდესაც რუსეთმაუკრაინის მიერ წარმოებული საკვები პროდუქტები “დაიწუნა”).

ამიტომ, მგონია, რომ უკრაინის პრეზიდენტმაც და მთავრობამაც უკვე 2013 წლის დასაწყისში იცოდნენ, რომ რუსეთს ვერ დაიყოლიებდნენ და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ჩაიშლებოდა.

ისმის კითხვა: რა საჭირო იყო სპექტაკლი “ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებას აუცილებლად მოვაწერთ ხელს” - ალბათ პოლიტიკური “სიცოცხლის” გასახანგრძლივებლად და რაღაც“დივიდენდების” მისაღებად, რომელთა შინაარსი სულ რამდენიმე ადამიანს ეცოდინება.

2. როდესაც პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა პირად საუბარში “შესჩივლა” გერმანიის კანცლერს- ორი წელიწადი, ერთი-ერთზე დარჩენილი ვებრძოდი რუსეთის ზეწოლასო, ნამდვილად კომიკური სცენა იყო შინაარსითაც და სანახაობრივადაც.

ვინ უშლიდა უკრაინის პრეზიდენტს, ერთი წლის წინ წამოეწყო საუბარი რუსეთის/პუტინის ზეწოლაზე? თავისი ამომრჩევლისთვის ეთქვა - რუსეთი ყველა გზებით ხელს გვიშლის ევროპასთან ასოცირებაშიო?

რატომ ღიად არ მოითხოვა ევროკავშირის ქვეყნების დახმარება რუსეთის “მოთოკვაში”?

რატომ იყო ერთი-ერთზე და გვერდზე არ დაიყენა ევროპელი პარტნიორები?

ალბათ იმიტომ, რომ “გასამართლებელი არგუმენტები” აღარ ექნებოდა და ხელშეკრულებაზე უარის თქმა ძალიან გაუძნელდებოდა პოლიტიკურადაც და მორალურადაც.

გაცილებით იოლი იყო ხელისმოწერაზე უარის თქმა ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე - ეს არანაირი ლავირების შანსს არ უტოვებდა ევროკავშირს.

3.დიდი კითხვის ნიშნები: უნდოდა კი უკრაინის მთავრობას “სხვა გზის” პოვნა?

თუ უნდოდა- რა გააკეთა ამისთვის?

გაატარა კი ის რეფორმები, რომლებიც უკრაინას ევროპასთან დააახლოებდა?

აღმოიფხვრა “შერჩევითი სამართალი” და “პოლიტიკური ნიშნით” დევნა?

შემცირდა კორუფცია?

დაიწყო სასამართლო სისტემის რეფორმა?

მოხდა ეკონომიკის დივერსიფიკაცია?

კიდევ უამრავი კითხვაა...

ვილნისუსის სამიტის “გაკვეთილმა” საქართველოს მთავრობაცა და მოსახლეობაც სერიოზულად უნდა დააფიქროს, რადგან:

1.რუსეთი როგორც “მიმზიდველი ბაზარი" არის ის ხაფანგი, რომელში მოხვედრილი სუსტი ეკონომიკის ქვეყანა რუსეთზე პოლიტიკურად დამოკიდებული ხდება.

2. რუსეთთან ერთი-ერთზე “ლაპარაკი” დამღუპველია. მოლაპარაკებები უნდა მიმდინარეობდეს მხოლოდ დასავლელი პარტნიორების თანდასწრებით ან მათი უშუალო მონაწილეობით

3. მთავრობა, რომელიც “ევროპულ ინტეგრაციას” დეკლარირებს და რეალურად არაფერს აკეთებს არც დემოკრატიული ფასეულობების დასანერგად, არც რეფორმების თვალსაზრისით, არც ეკონომიკის ლიბერალიზაციით, არის ან უსუსური, ან მატყუარა მთავრობა, რომელსაც "ევროპული გზა" მხოლოდ პოლიტიკური სიცოცხლის გასახანგძლივებლად სჭირდება".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42