როგორ არ ვუსურვო ამ, ვითომ "ჩემი ინტერვიუს" ამება ავტორს ისეთივე სიმწარე, რასაც მე ვგრძნობ ახლა, რათა მიხვდეს, რომ არ შეიძლება ადამიანი გერქვას და ცხოველივით იქცეოდე, - 22 წლის გარდაცვლილი ნინო გვასალიას დედა ლალი ცინცაძე ინტერვიუს ეხმიანება, რომელიც მისი თქმით, რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა, როგორც გარდაცვლილის დედა ამბობს, სააგენტოს ჟურნალისტი პანაშვიდზე მივიდა და რასაც დედა გარდაცვლილი შვილის ცხედარს ეუბნებოდა ის ინტერვიუდ გამოაქვეყნა.
"ჩემს ტანჯულ შვილს კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს, რადგან ახლა ის უნდა ვთქვა, რაც მას საშინლად არ მოეწონებოდა, - მაპატიე, ნინო, სვავებად ქცეულები, არჩევანს აღარ მიტოვებენ! ჩემი მეგობრის თხოვნის მიუხედავად, რომელიც ჩემს კედელზე გამოაქვეყნა, ნინოს სახელით კვლავ მანიპულირებენ ისინი, ვინც ნინოს ფრჩხილის ღირსადაც არ ღირან!!! როგორ არ ვუსურვო ამ, ვითომ "ჩემი ინტერვიუს" ამება ავტორს ისეთივე სიმწარე, რასაც მე ვგრძნობ ახლა, რათა მიხვდეს, რომ არ შეიძლება ადამიანი გერქვას და ცხოველივით იქცეოდე!!! არანაირი ინტერვიუ არავისთვის მიმიცია! ერთადერთი ღამის სტუმარ შვილს გაუთავებლად ველაპარაკებოდი, მინდოდა ყველაფრის თქმა მომესწრო...
ერთადერთ პანაშვიდზე შემოპარულმა, ღმერთმა იცის, რა ჩაიწერა, ღამის 1 სააათზე დამირეკა "დეტალების დასაზუსტებლად" და პასუხად, ნინოს და ჩემი სახელით თხოვნა მიიღო, რომ აღარაფერი დაეწერა ამ თემაზე... თხოვნა როგორ შეასრულა, ყველა ხედავს, ინტერვიუს ფორმაც მისცა და ჰონორარიც, მშვიდი სინდისით დახარჯა ალბათ!!!!!!!!
ახლა ვნახე, რომ მისი "შედევრი" ყველა სააგენტოს გაუვრცელებია! ერთი რამ ნამდვილად ვიცი, - ნინოსნაირი შვილი არც მას და არც იმ კომენტარების ავტორებს არასოდეს ეყოლებათ, ვისთვისაც ქაღალდზე დაბეჭდილი უზენაესი ჭეშმარიტებაა და გადამოწმების ან დაეჭვების უნარი არ გააჩნიათ!!! ყველას გულწრფელი მადლობა, ვისაც ნინო დააკლდა, ეტკინა და გვითანაგრძნო, დანარჩენებს კი გისურვებთ ისეთივე სიმართლით გეცხოვროთ, როგორიც ამ "ინტერვიუშია"!", - წერს ცინცაძე facebook - ზე.
ამ განცხადებასთან ერთად ლალი ცინცაძე ერთ-ერთ სააგენტოს გვერდის მისამართს ავრცელებს, სადაც ინტერვიუ გამოქვეყნდა, თუმცა ამ დროისთვის აღნიშნულ გვერდებზე ინტერვიუ აღარ იძებნება.
მასალის გამოყენების პირობები






