თხილს მრავალი სასარგებლო თვისება აქვს. ის აუმჯობესებს პერისტალტიკას, ადამიანები ვინც ხშირად იღებენ თხილს ნაკლებად მიდრეკილნი არიან სიმსუქნისკენ.
ის შეიცავს ვიტამინ E-ს,ის შესანიშნავი ანტიოქსიდანტია და ამცირებს უჯრედების დაზიანებას თავისუფალი რადიკალებით,აგრეთცე მცირდება კიბოს განვითარების რისკი.
თხილი აგრეთცე ამცირებს ქოლესტეროლის დონეს,რაც დიდ როლს ასრულებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციაში.
თხილი ზრდის ინსულინისადმი სენსიტიურობას,მოგეხსენებათ როცა ორგანიზმი ამ თვისებას კარგავს ვითარდება შაქრიანი დიაბეტი, ე.ი თხილი გვევლინება შაქრიანი დიაბეტის პრევენციის ფაქტორად.
როგორც ვხედავთ თხილს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს,თუმცა მრავალი ადამიანი ალერგიულია მის მიმართ. თხილი შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში გახდეს. გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკი და სიკვდილი.
მასალის გამოყენების პირობები