მანდარინი C ვიტამინის წყაროა,ის შეიცავს B1,B5,B6 და A ვიტამინს,ასევე კალიუმს. იმის გამო, რომ მანდარინი დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, ის დადებითად მოქმედებს კანზე, კოლაგენის სინთეზზე, ასევე მზით დამწვრობის პრევენციას ახდენს, დამწვრობისას კი კანის სწრაფ რეგენერაციას იწვევს; ასევე ამცირებს კატარაქტას განვითარების რისკს.
მანდარინის ყოველდღიური მიღება აუმჯობესებს მონელების პროცესს, არეგულირებს სისხლის წნევას, ამცირებს დიაბეტის და ოსტეოპოროზის (ძვლოვანი მასის შემცირების) რისკს.
თუმცა, თავი უნდა შევიკავოთ მანდარინის დიდი რაოდენობით მიღებისგან.
თუ თქვენ ყოველდღიურად ძალიან დიდი რაოდენობით მანდარინს მიირთმევთ, ეს ასკორბინის მჟავას (C ვიტამინის) ზედოზირებას გამოიწვევს,შედეგად კი გამოვლინდება შემდეგი სიმპტომები:
1. დიარეა
2. ღებინება
3. გულძმარვა
4. ინსომნია
5. თირკმლის კენჭები
6. სპაზმები
ასკორბინის მჟავა ზრდის რკინის შეწოვას საკვებიდან. ასე რომ თუ თქვენ გენეტიკურად მიდრეკილი ხართ ჰემოქრომატოზისკენ (მდგომარეობა,როცა ორგანიზმი დიდი რაოდენობით აითვისებს რკინას და იგროვებს მას) C ვიტამინის ზედოზირება კანის განაცრისფრებას გამოიწვევს.
მასალის გამოყენების პირობები