თბილისში, აფთიაქ ავერსში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან სამეთა სამინისროში ადასტურბენ.
არსებული ინფორმაციით, ავერსში ორი პირი (ერთი არასრულწლოვანი) შევიდა, მათ კონკრეტული წამალი უნდოდათ, რომელიც რეცეპტის გარეშე არ გაიცემა, უარის შემდეგ კი აფთიაქის თანამშრომელს, სავარაუდოდ, იარაღი აჩვენეს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის ვლადიმერ წითლაურის განცხადებით, სავარაუდო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
"ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე-მეოთხე ნაწილებით დაკავებულია ერთი პირი ბრალდებულის სახით.
სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე, რაზეც დაინიშნება ექსპერტიზა, ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები და შემდეგ მიეცემა საქმეს მსვლელობა. ორი პირი შევიდა, აქედან ერთი პირია ბრალდებულის სახით დაკავებული, ერთია არასრულწლოვანი", - განაცხადა მან.
ცნობისთვის, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე "ავერსის" ფილიალში ინციდენტი მოხდა.
როგორც "ავერსის" პრესსამსახურში აცხადებენ, აფთიაქში ორი პირი შევიდა, რომლებიც ფსიქოტროპული დანიშნულების მედიკამენტს ითხოვდნენ,
რაც წარმოადგენს რეცეპტით გასაცემ პრეპარატს. მას შემდეგ კი, რაც არასრულწლოვნებმა ფარმაცევტისგან უარი მიიღეს, მას სათამაშო "ფისტოლეტით" დაემუქრნენ.
მასალის გამოყენების პირობები






