“გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე დღეს პოლიციაშია დაბარებული. მიზეზი “რეფორმერ ფიტნესში" განვითარებული მოვლენებია.
ჯაფარიძე ამბობს, რომ გუშინ პოლიციამ ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინა ბათუმში მდებარე ფიტნეს კლუბის შენობა, რომელიც მან ბინად იქირავა.
„გირჩის“ ლიდერი ამბობს, რომ პოლიციას მის ბინაში შემოსვლის უფლება არ ჰქონდათ.
გუშინ, ბათუმში, "რეფორმერი ფიტნტრთან" ხმაური იყო, პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ცენტრი შეძუდვების მიუხედავად მუშაობას აგრძელებდა, რაზეც პირველ ჯერზე დააჯარიმეს, დაუმორჩილებლობის შემდეგ კი შენობაში პოლიცია შევიდა და სავარჯიშო აპარატურა დალუქა.
გირჩის ლიდერმა კი ბათუმში მდებარე ფიტნეს კლუბი "რეფორმერი ფიტნესი" საცხოვრებელ სახლად იქირავა, მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა.
მასალის გამოყენების პირობები






