მოსახლეობის როლი ადგილობრივ თვითმმართველობაში
როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, პარლამენტში ინიცირებული იქნა კანონპროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის სახით, რომელიც ძალაში უნდა შევიდეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ.
ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ კანონპროექტი პროგრესულია - გაზრდილია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობის დონე; წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანების ინსტიტუტი, რომელიც უსათუოდ ზრდის გუბერნატორის პასუხისმგებლობის ხარისხს; დაზუსტებულია საზოგადოების მონაწილეობის ფორმები ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელებაში.
ყველანი ვთანხმდებით, რომ დემოკრატიული, ეფექტური ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარ ღირებულებას ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში მოსახლეობის ჩართულობის ხარისხი წარმოადგენს. ამ მხრივ, რეფორმატორთა კლუბს გვსურს მკითხველის ყურადღება მივაპყროთ კანონპროექტის ნოვაციას - საზოგადოებრივი საბჭოს როლს მუნიციპალიტეტების საქმიანობაში.
კანონპროექტის თანახმად, საზოგადოებრივ საბჭოს ქმნიან შესაბამისი დასახლების მოქალაქეები, რომლებიც მათ მიერვე არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის საქმიანობაში - საკრებულოს სხდომებზე მონაწილეობის მიღება, გამგებლისათვის სხვადასხვა საკითხებზე წინადადებების წარდგენა და სხვ. საზოგადოებრივი საბჭო ფუნქციონირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით.კანონპროექტის შესაბამისად, დასახლებაში შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ერთი საზოგადოებრივი საბჭო, გარდა თვითმმართველი - დიდი ქალაქებისა, სადაც საზოგადოებრივი საბჭოები იქმნება კონკრეტულ მუნიციპალური ტერიტორიების მიხედვით - ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ერთ მუნიციპალიტეტთან დასაშვებია მხოლოდ ერთი საზოგადოებრივი საბჭოს არსებობა.
მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი საბჭოების რაოდენობის შეზღუდვა არ არის მართებული შემდეგ გარემოებათა გამო:
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება მოიცავს საკითხების გადაწყვეტას საკმაოდ მრავალ და ამავდროულად ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულ საკითხებზე - მაგალითად გარე რეკლამის განთავსების წესები, მშენებლობის ნებართვის გაცემა, შინაური ცხოველების ყოლის წესები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ტრანსპორტი, ადგილობრივი გადასახადები და სხვ.მუნიციპალტიტეტის კომპეტენციის ასეთი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მხოლოდ ერთი საზოგადოებრივი საბჭოს არსებობა, რომელიც შეზუდული რაოდენობით იქნება წარმოდგენილი საკრებულოს სხდომებში. წარმომადგენელთა შეზღუდული რაოდენობა ნიშნავს შეზღუდულ კომპეტენციას იმ კონკრეტულ საკითხზე, რომელიც უნდა განიხილოს მუნიციპალიტეტმა. წარმოვიდგინოთ, საზოგაოებრივი საბჭოს თავმჯდომარე ან რომელიმე უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელიც პროფესიით არის ინჟინერი ან ზოოვეტერინარი და საკრებულოს სხდომაზე წარადგენს პოზიციას სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღმზრდელობითი დაწესებულებების მიზანშეწონილობის თაობაზე.ცხადია, ასეთ შემთხვევაში საზოგადოებრივი საბჭოს ფუნქციონირება და ჩართულობა ადგილობრივ თვითმმართველობაში არ იქნება ეფექტური და ხარისხიანი. გაცილებით უფრო რთული იქნება მდგომარეობა დიდ დასახლებებსა და ქალაქებში, სადაც ადგილობრივი განვითარების მრავალმხრივი პერსპექტივები არსებობს.
ნაცვლად ერთი საზოგადოებრივი საბჭოს არსებობისა, პირიქით, აუცილებელია მოსახლეობის სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებს მიეცეს შესაძლებლობა ჩამოაყალიბონ თავიანთი გაერთიანებები, რომლებიც ცალკეულ თემატურ საკითხებზე დამოუკიდებლად წარადგენენ მუნიციპალიტეტებში კომპეტენტურ მოსაზრებებსა და წინადადებებს.ასეთი მიდგომა, თავის მხრივ ხელს შეუწყობს საკრებულოს და მთლიანად მუნიციპალიტეტს ორგანიზებულად განიხილოს სხვადასხვა საზოგადოებრივი ინიციატივები და სწრაფად და ეფექტურად მიიღოს გადაწყვეტილებები.
რეფორმატორთა კლუბი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს პარლამენტს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტიდან ამოიღოს დებულება, რომლის თანახმადაც დასახლებაში შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ერთი საზოგადოებრივი საბჭო.
ირაკლი კობიძე
,,რეფორმატორთა კლუბი“
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა