"დღეს ნამდვილად განსაკუთრებული დღეა ჩემს ცხოვრებაში, ალბათ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს ვასრულებ. დღეს ჩემი ბოლო სამუშაო დღეა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში. ეს იყო ძალიან რთული, საინტერესო, დატვირთული და სხვადასხვა ემოციებით გაჯერებული 8 წელი, 9 თვე და 15 დღე. ძალიან დიდი მადლობა მათ, ვინც ეს წლები დაუვიწყარი გახადა ჩემთვის. თქვენ ძალიან ბევრნი ხართ და ჩამოთვლას არ ვაპირებ. თავადაც იცით, როგორ მიყვარხართ და გაფასებთ.
ძალიან დიდი მადლობა ჟურნალისტებს, რომ არ მაძლევდით მოდუნების საშუალებას. მე ნამდვილად ვცდილობდი კეთილსინდისიერად შემესრულებინა ჩემი მოვალეობა, შესაძლოა ხანდახან ამას ვერ ვახერხებდი, მაგრამ იმედია მაპატიებთ . მე ძალიან გაფასებთ და მიხარია, რომ ამ წლების მანძილზე, ბევრი თქვენგანის სახით საუკეთესო მეგობარი შევიძინე. მე ყოველთვის ვგრძნობდი თქვენს მხარდაჭერას და ეს ძალას მმატებდა.
განსაკუთრებული მადლობა გიორგი ტუღუშს. მე ბედნიერი ვარ, რომ პატივი მქონდა მასთან ერთად მემუშავა.
P.S. კომენტარს არ ვაკეთებ. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. მიმაჩნია, რომ ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები სახალხო დამცველის ოფისში და მივდივარ სამოქალაქო სექტორში," - წერს ერემაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






