ჯანდაცვის მინისტრი , ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოში მობილიზებული საწოლფონდით შეიძლება, მომსახურეობა გაეწიოს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე ორჯერ დიდ ქვეყანას. ამიტომ , მნიშვნელოვანია საწოლფონდის სწორად მართვა როგორც ასაკობრივ, ასევე ქრონიკული დაავადებების ჭრილში.
"დღეს საქართველოში მობილიზებული საწოლფონდით შეიძლება, მომსახურეობა გაეწიოს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე ორჯერ დიდ ქვეყანას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ისევ და ისევ საწოლფონდის სწორად მართვა როგორც ასაკობრივ ჭრილში, ასევე იმ ქრონიკული დაავადებების ჭრილში, რაც შეიძლება პაციენტს ჰქონდეს და განსაზღვრავდეს მისი, როგორც რისკის პაციენტის სტატუსს", - განაცხადა ტიკარაძემ “იმედის“ ეთერში.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში და ასევე სხვადასხვა მედიასაშულებებში მოქალაქეები აცხადებენ, რომ ინფიცირებული ახლობლები საავადმყოფოებში ვერ გადაჰყავთ, რადგან ადგილები არ არის.
მასალის გამოყენების პირობები






