მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს მისსავე სამსახურში საკანცელარიო დანით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. აღნიშნულ ფაქტზე, პოლიციამ წარსულში ნასამართლევი, 1976 წელს დაბადებული ა.გ. დააკავა. ინფორმაცია „ნიუპოსტს“ შსს-მ დაუდასტურა.
„მამაკაცმა თავის ყოფილ მეუღლეს - 1983 წელს დაბადებული თ.პ-ს მისსავე სამსახურში - გლდანში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში მიაკითხა, რითაც დაარღვია თ.პ.-ს დაცვის მიზნით მის მიმართ სამართალდამცველების მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი და ყოფილ მეუღლეს საკანცელარიო დანის გამოყენებით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. საკანცელარიო დანა ნივმთმტკიცების სახით სამართალდამცავებმა ამოიღეს”, - აცხადებენ უწყებაში.
თ.პ. სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






