როგორც ხაინდრავამ "პირველის" პრესკლუბში განაცხადა, სარჩელს მასთან დაკავშირებით ცილისმწამებლური განცხადებებისა და სხვადასხვა მძიმე დანაშაულში ბრალდების გამო შეიტანს..
"ჩემზე არაერთი საქმე იყო აღძრული, მაგრამ რადგან ჩემზე ბევრად უფრო ნაწამები და დაჩაგრული ადამიანები იყვნენ, მე ამ საკითხის წამოწევას საჭიროდ არ ვთვლიდი, მაგრამ ახლა აუცილებლად დავაყენებს მას.
ამ განცხადებამ კიდევ უფრო დააჩქარა ჩემი გადაწყვეტილება. უახლოეს დღეებში მივმართავ პროკურატურას და მოვითხოვ, რომ გამომზეურდეს ყველა ის საქმე, რომელიც ჩემ წინააღმდეგ იყო აღძრული, ასევე, ყველა ის მასალა, რომლის შედეგადაც საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, სხვადასხვა რანგის მოადგილეები ცილს მწამებდნენ ძალიან მძიმე დანაშაულებში, რომლებც საერთოდ სპობს ადამიანს – ეს არის სამშობლოს ღალატი, ჯაშუშობა, გადატრიალების მცდელობა, კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი და ასე შემდეგ.
მე მაინტერესებს, რამ განაპირობა ასეთი ცილისწამება. გახსოვთ, რომ სპეციალური ფილმიც გაკეთდა. რამდენიმე დღის წინ კი გვარამიამ და ბარმიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ 7 ნოემბერს იყოს გადატრიალების მცდელობა, რაც არის აბსოლუტური აბსურდი", - განაცხადა ხაინდრავამ.
მასალის გამოყენების პირობები






