რეპორტაჟი ღოღეთიდან - ჟურნალისტების დანახვამ ოპკუპანტები დროებით "სამუშაოს" მოსწყვიტა
საზოგადოება - 16:22, 29 Nov, 2013     4347

ოკუპანტებმა ეწ საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები გუშინ დაიწყეს და წითლად შეღებილ რკინის კონსტრუქციებზე მავთულხლართები გაავლეს. ადგილობრივები "ნიუპოსტთან" საუბრისას აცხადებენ, რომ სოფელში ცხოვრება გაუსაძლისი გახდება, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი მოსავლის იმედად ცხოვრობს "თავიდან 5 დღის წინ შემოვიდნენ და ტრაფარატები დააყენეს ჩვენს მიწაზე, მერე გუშინ გადმოვიდნენ შეიარაღებულები ბოძები მოიტანეს და მავთულხლართების გაკეთება დაიწყეს, რა იქნება არ ვიცით პირადად ჩემი ნაკვეთები მიყვება ნიორი დავთესე ცოტახნის წინ და რად გინდა, ჩაგვიკეტეს ის ძირითადი წყარო რითიც ვსაზრდოობდით. ჯერ არავინ იცის შეიძლება უფრო დიდი ტერიტორია მოყვეს ოსების ტერიტორიაზე ჯერ ვინ რა იცის სადამდე გაავლებენ საზღვარს? სოფელშიც რომ ჩამოვიდნენ რას ვიზამთ? ვერც ვერაფერს. აცხადებს "ნიუპოსტთან" თემურ თერეშვილი. 

გულნარა ღვალაძე " თუ ასე გაგრძელდა სოფელი დაიცლება, ჯერ ისედაც ახალგაზრდები არ ჩერდებიან და სოფლიდან თავის გახწევას ცდილობენ მთელი სოფელი უღატაკესი ხალხი ვართ ერთადერთი რითიც გაგვქონდა თავი ნაკვეთები იყო და საქონელი მიწები წაგვართვეს, ტერიტორიები აღარ გვაქვს და ვეღარც საქონელს ვუშვებთ საძოვარზე. შიშით და უბედურებით ვცხოვრობთ, მოგვხედოს მთავრობამ რისთვის გვყავს? გამოგვიყონ ამ დაკარგული მიწების სანაცვლოდ ნაკვეთები, თორემ შიმშილით დავიხოცებით მთელი სოფელი"

რუსმა ოკუპანტებმა ეწ საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები ღოღეთში გუშინ დაიწყეს და დაახლოებით რკინის კონსტრუქციების დამონტაჟება 150 მეტრზე შეძლეს. 5 დღის წინ საოკუპაციო რეჟიმმა ამავე სოფელში აბრები დაამონტაჟა სადაც ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე წერია რომ სახელმწიფო საზღვარია და გადაადგილება აკრძალულია. რუსი სამხედროები ღოღეთში დღეს დილითაც გამოჩნდნენ სავარაუდოდ სადემარკაციო სამუშაოების გაგრძელების მიზნით, თუმცა, მათ როდესაც საოკუპაციო ხაზთან ჟურნალისტები შენიშნეს, უკან გაბრუნდნენ და ტერიტორიას შორიდან აკონტროლებდნენ, ადგილობრივები შიშობენ რომ რუსები ეწ საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს კვლავ განაახლებდნენ.


გიორგი ახალკაცი "ნიუპოსტი".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42