სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმატებული პროექტისთვის დაჯილდოვდა
საზოგადოება - 14:18, 29 Nov, 2013     1771

შემოქმედ ხელოვანთა კავშირის  ,,ჯორჯიან არტ ჰოლდინგის“ ორგანიზებით,  28 ნოემბერს   ხელოვნების, კულტურის, სპორტის მოამაგეთა და ქვეყნის განვითარებაში აქტიურად მონაწილე სახელმწიფო სტრუქტურებისა და მედიის წარმომადგენელების დაჯილდოვების ცერემონია ,,სოფლის მაშენებელნი - 2013“ გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ნომინირებული კომპანიების, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

ნომინაციაში ,,წლის ყველაზე წარმატებული სახელმწიფო პროგრამა“  დაჯილდოვდა   სოფლის მეურნეობის სამინისტრო  პროგრამისთვის  ,,რთველი 2013“. ნომინანტების შერჩევა ხორციელდება სხვადასხვა კრიტერიუმებით:  საზოგადოების ნდობა,  მაღალი პროფესიონალიზმი, სოციალური აქტივობა, საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობა, მოსახლეობის დასაქმება, ონოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.

,,ახალი ხელისუფლების მოსვლის დღიდან, სოფლის მეურნეობა რეალური პრიორიტეტი გახდა. თითქმის განადგურებული დარგის ფეხზე დასაყენებლად და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად,  სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არაერთი მართლაც რომ უპრეცედენტო პროექტი განახორციელა.  ძალიან კარგია და მნიშვნელოვანი,  რომ საზოგადოებამ დაინახა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ქართული სოფლის გაძლიერებისა და  განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ, რაც   კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს გავაგრძელოთ წარმატებული და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა პავლე მგელაძემ.

შემოქმედ ხელოვანთა კავშირი ,,ჯორჯიან არტ ჰოლდინგი“ 2005 წლიდან  პროექტის   "სოფლის მაშენებლების"  ფარგლებში,  ქვეყნის აღმშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა კომპანიებსა და ორგანიზაციებს  აჯილდოვებს.

პროექტის მიზანი შიდა და გარე ბაზარზე ქართული ბრენდების პოპულარიზაცია და ქველმოქმედი კომპანიების წახალისებაა. მნიშვნელოვანია, ფართო საზოგადოებამ  დაინახოს, რომელი კომპანიები ზრუნავენ ქვეყნის წინსვლასა და ეკონომიკურ აღმავლობაზე. ამ ტიპის ღონისძიებები კომპანიებისთვის  სოციალური პასუხისმგებლობის სტიმულირებასაც ახდენს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42