"ის უფრო გაგიხარდათ რომ ევროპასთან ხელი მოვაწერეთ თუ ის უფრო გეწყინათ "სულიკო" და "შალახო" რომ მოისმინეთ? განვმარტავ: - ორგანიზაროტი ქვეყნის პრეროგატივაა, ასეთი ღონისძიებების დროს როგორი ფერი და წარწერა უნდა იყოს "ბეგრაუნდზე", როგორი მაგიდა და სკამი უნდა იყოს, ვინ - ვის მერე უნდა გამოვიდეს, როგორი მუსიკალური (აუდიო-ვიდეო) გაფორმება უნდა შეირჩეს და რომელ შენობაში ჩატარდეს ცერემენია. სად უნდა იყოს მედია და ვინ საიდან შემოვიდეს და გავიდეს.
ვინმეს გაქვთ ილუზია - რომ რეპეტიციას გადიან მონაწილე ქვეყნები, ხელმოწერის წინ? ან ვინმე შეათანხმებდა საქართველოსთან ( ან რომელიმე სხვა მონაწილე ქვეყანასთან) - რომელი მელოდიის ფონზე მოაწერთ ხელსო? ამ ყველაფერს ორგანიზატორი ქვეყანა ამზადებს. მხოლოდ პროტოკოლი იღებს სცენარს - რა მოხდება ცერემონიის დროს - და რომელი დელეგაცია როგორ მოქმედებს - მუსიკალური გამფორმების შესახებ - სცენარში არაფერი არ იწერება :)) წარმატებები...", - წერს "ფეისბუქზე" ყანდიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






