ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანული არმიის მიერ ქალაქი შუშას გათავისუფლების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ფაქტით გამოვლინდა აზერბაიჯანული არმიის გამბედაობა, რომელმაც მისი სიძლიერე დაანახა მოწინააღმდეგეს. ამის შესახებ ალიევმა ფიზული-შუშას გზის მშენებლობის დაანონსებისას ისაუბრა.
პრეზიდენტის განცხადებით, ქალაქი შუშას გათავისუფლების სპეცოპერაცია დიდ უნარებსა და გმირობას მოითხოვდა, რაც გამოავლინა კიდეც აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ბრძოლის ველზე.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს სპეცოპერაცია მსოფლიო სამხედრო ისტორიაში თავის ღირებულ ადგილს დაიმკვიდრებს. შუშას გათავისუფლება უბრწყინვალესი გამარჯვებაა, რომელმაც მოწინააღმდეგეს საბოლოო დარტყმა მიაყენა, რამაც განაპირობა კიდეც ის, რომ მტერი 10 ნოემბერს კაპიტულაციის აქტის ხელმოწერაზე დათანხმდა“ - აღნიშნა ალიევმა.
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქალაქი შუშიდან სულ მცირე 300-ზე მეტი სომეხი ჯარისკაცის გარდაცვლილი სხეული გაიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას SPUTNIK-ARMENIA ავრცელებს. – „ 300-ზე მეტი გარდაცვლილი . თქვენ წარმოგიდგენიათ რა მასშტაბებზეა საუბარი? არსებობს ხალხი, რომლებიც ამბობენ, რომ გენერლებმა და პოლიტიკურმა ხელმძღვანელებმა ბრძანება გასცეს, რომ შუშასთვის არ გვებრძოლა, მაშინ ამ ჩვენი ბრძანების თანახმად, რატომაა ამდენი გარდაცვლილი“ ? - განაცხადა ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ ქალაქი შუშა 9 ნოემბერს აიღეს აზერბაიჯანულმა სამხედრო სპეცდანიშნულების რაზმებმა. ამ დრომდე გასაიდუმლოებულია კონკრეტული ფაქტები თუ როგორ მოახერხა სამხედრო ტექნიკის მხარდაჭერის გარეშე ქვეითთა ნაწილებმა ქალაქზე კონტროლის დამყარება.

მასალის გამოყენების პირობები






