მთიან ყარაბაღში, აგდამის რაიონში სომეხმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს ე.წ რუს მშვიდობისმყოფელებს. ამის შესახებ უკრაინული მედია აზერბაიჯანელ სამხედრო ჟურნალისტ, ელმირა მუსაზადეხზე დაყრდნობით ავრცლებს ზემოხსენებულ ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს.
ვიდეოში საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ სომეხი ჯარისკაცები, რომლებმაც უარი განაცხადეს აგდამის დატოვებაზე და ცეცხლი გახსნეს, რუსი ჯარისკაცების ალყაში იმყოფებიან, რომლებმაც მოსთხოვეს რომ დაუყოვნებლივ დაყარონ იარაღი. ამ დრომდე უცნობია ინფორმაცია დაჭრილებისა თუ დაღუპულების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე სამხედრო დაჯგუფება არ ემორჩილება სომხურ ცენტრალურ სარდლობას და უარს აცხადებენ ტერიტორიიდან გასვლაზე.
შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსეთს , სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომლის თანახმადაც ოფიციალურ ბაქოს სომხური მხარე უბრუნებს ოკუპირებულ შვიდივე რაიონს.
მასალის გამოყენების პირობები






