ვირუსის შიდა გავრცელება სერიოზულია, ქვეყანას დაახლოებით 3 000 საწოლის მობილიზება შეუძლია - გამყრელიძე
COVID-19 - 16:05, 16 Nov, 2020     898

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელემა, ამირან გამყრელიძემ, თავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულების საავადმყოფოში სამკურნალოდ დაახლოებით 3000-მდე საწოლის მობილიზება კიდევ შესაძლებელია , ასევე განიხილება დამატებითი სივრცეების მობილიზების საკითხიც.

„ამჟამად სტაციონარებში წევს დაახლოებით 5000-მდე ადამიანი, აქტიური ინფიცირების დაახლოებით 30%. მობილიზაციისკენ გადადმული ნაბიჯები არის, რომ ჯერჯერობით საავადმყოფოებში დაგეგმილია 8 ათასიდან 8500-მდე საწოლის მობილიზება, ანუ ჯერ კიდევ შესაძლებელია 3 ათასამდე საწოლის მობილიზაცია. ასევე მიმდინარეობს განხილვა სხვადასხვა სივრცეების მობილიზებაზე. თუ ამის საჭიროება დადგა, ეს საკითხები განიხილება, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის. ჯერჯერობით კიდევ 3000 საწოლის მობილიზება შესაძლებელია ქვეყანაში“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ასევე , გამყრელიძემ განმრტა , რომ თუ ქვეყანა მოახერხებს ინფიცირებულების მხოლოდ 15-20% მოათავსოს კლინიკებში, მაშინ სავარაუდოდ არ დაგვჭირდება დამატებითი სივრცეების მობილიზება კორონავირუსით ინფიცირებულების სამკურნალოდ.

„ასევე მნიშვნელოვანია ე.წ. ტრიაჟი, ანუ რამდენად სწორად გავაკეთებთ ტრიაჟს. დღეს არსებული 5 ათასი ადამიანი, ვინც საავადმყოფოებში წევს, გარკვეული ნაწილი არ საჭიროებს საავადმყოფოებში მკურნალობას, საჭიროებენ კოვიდსასტუმროებში ან ბინაზე მკურნალობას. საერთაშორისო პროცენტი აქტიური კოვიდინფიცირებულებიდან სხვადასხვა ქვეყანაში მერყეობს 5-7-10%-ის ფარგლებში, ვისაც საავადმოფოში მკურნალობა სჭირდება. ჩვენთვის უპრიანი იქნება თუ ეს მაჩვენებელი 15-20%-ის ფარგლებში გვექნება, რადგან არ დავიკავოთ საავადმყოფოში ადგილი იმის, ვისაც ნამდვილად სჭირდება ჰოსპიტალური მკურნალობა და ინტენსიური თერაპია. ამის განაწილებას, რომელიც ჩვენზე, ექიმებზეა დამოკიდებული, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს, მზარდი ინფიცირების ფონზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ინფეციონისტის განმარტებით, არა მხოლოდ სპორტის სასახლის, არამედ სხვა სივრცეების განხილვაც შესაძლებელია, მათ შორის, საგამოფენო სივრცეების და სამხედრო სივრცეებისაც.

„გარდა სპორტის სასახლისა ბევრი რამ შეიძლება იქნეს განხილული. რატომ მაინცდამაინც სპორტის სასახლე? ვსაუბრობ ადაპტირებულ სივრცეებზე, თუ ეს საჭირო გახდა. მაგალითად, რატომ არ შეიძლება ჩვენი საგამოფენო სივრცეები? ან ჩვენი სამხედრო სივრცეები? ყველაფერი განიხილება. მაგრამ ამ ეტაპზე ქვეყანას, დაახლოებით, 3 სათასამდე საწოლის მობილიზება შეუძლია კოვიდისთვის. მაგრამ თუ ჩვენ დავიჭერთ 25-20%-ს საავადმყოფოებში ახალი ინფიცირებულების მოთავსებისას, მაშინ დიდი იმედი მაქვს არ დაგვჭირდება ახალი სივრცეების მობილიზება ქვეყანაში“, - გამყრელიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42