სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ათმა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა, იაპონიამ, სამხრეთ კორეამ, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველ ეკონომიკური ურთიერთანამშრომლობის შეთანხმებას.
ამრიგად, შეიქმნა მსოფლიოში ყველაზე მსხვილი თავისუფალი ვაჭრობის ზონა. აღნიშნულ შეთანხმებას მიესალმება გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტიერეშიც: „ მრავალგანზომილებიანი მიდგომა ეჭვქვეშ ზუსტად იქ დგება, სადაც იგი ყველაზე მეტადაა საჭირო. იმედი მაქვს თქვენი ხელმძღვანელობისა და მონდომების, რათა გადავდგათ აუცილებელი და სასწრაფო ნაბიჯები, რომლებიც უმნიშვნელოვანესი იქნება ჩვენი საერთო სახლის დასაცავად“.
თავისუფალ სავაჭრო ზონაში, სადაც დაახლოებით 2 მილიარდ 200 მილიონი ადამინი ცხოვრობს, , მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 28 ტრილიონ დოლარადაა შეფასებული, რაც მსოფლიო მშპ-ს 32 %-ზე მეტს წარმოადგენს.
ხელშეკრულებაში მონაწილე მხარეების თანახმად, ისინი ჯერ კიდევ ელიან, რომ მათ ინდოეთიც შეუერთდებათ.
მასალის გამოყენების პირობები






