პლენალურ სხდომაზე უნდა განიხილონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელთაგან ერთ-ერთი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარების აკრძალვას გულისხმობს.
გარკვეული რეგულაციები იცვლება მძღოლებისთვისაც. კონკრეტულად ნასვამობის დასადგენ ტესტთან დაკავშირებით, ასევე მცირდება ჯარიმები სხვადასხვა დარღვევისთვის. "ცივი იარაღის ტარება იქნება აკრძალული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
გამონაკლისი შემთხვევებია, როდესაც ეს კანონში გაწერილია კონკრეტული პროცედურა, როდესაც ცივი იარაღის ტარება არის, ვთქვათ, ან სამკაული, ან სანადიროსდ , ან კონკრეტული დანიშნულებით, ანუ ჩამონათვალი არსებობს. სხვა შემთხვევაში უბრალოდ დანის ტარება იქნება დასჯადი", - განაცხადა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






