მარტივი აპარატი, რომელმაც შესაძლოა ნაბახუსევისგან გიხსნათ - ტორონტოელი ექიმების კვლევა
ეს საინტერესოა - 16:42, 15 Nov, 2020     1864

რას არ აკეთებს ადამიანი, რომ წვეულების მეორე დილით "ნაბახუსევიდან" გამოვიდეს, მით უფრო, თუ წინ მნიშვნელოვანი შეხვედრა, მგზავრობა ან სერიოზული საქმე ელოდება. არსებობს მრავალი "ხალხური" თუ სამედიცინო მეთოდი, მაგრამ არცერთი მათგანია აბსოლუტური შედეგის მომტანი.

არადა, მძიმე "ნაბახუსევმა" შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობასც კი შეუქმნას სერიოზული პრობლემები - მსოფლიოში ყოველწლიურად ზედმეტი ალკოჰოლის მიღების გამო 3 მილიონამდე ადამიანი იღუპება. შესაბამისად, მთავარი ამოცანა ორგანიზმის ზედმეტი ალკოჰოლისგან გაწმენდაა.

და, აი. ტორონტოს (კანადა) ცენტრალური საავადმყოფოს ექიმები აცხადებენ, რომ მათ მათ მარტივ, საიმედო და იაფ მეთოდს მიაგნეს.

კლინიკის ანესტეზიოლოგის ჯოზეფ ფიშერის განცხადებით, ისინი გამოვიდნენ იმ ფაქტდან, რომ სისხლის ალკოჰოლიზმისგან გაწმენდაზე ადამიანის ღვიძლია პასუხისმგებელი, მაგრამ ღვიძლის "აჩქარება" შეუძლებელია, თუმცა, მას შეიძლება დავეხმაროთ, თუ საქმეში ფილტვებს ჩავრთავთ. ამ შემთხვევაში სისხლიდან ალკოჰოლი გაცილებით სწრაფად გამოიდევნება.

მისი თქმით, მათ არაფრის გამოგონება არ დასჭირვებიათ - ექიმებმა გამოიყენეს სასუნთქი აპარატი ClearMate, რომლის გამოყენებაც აშშ-ში 2019 წლიდან არის დაშვებული. მას მხუთავი აირით (CO - ნახშირბადის მონოქსიდი) მოწამვლისას იყენებენ, როგორც პირველადი დახმარების საშუალებას.

"ეს პრიმიტიული მოწყობილობაა, ყოველგვარი ელექტრონიკის, კომპიუტერებისა თუ ფილტრების გარეშე, მისი წარმოება ყველგან არის შესაძლებელი", - აცხადებ ფიშერი Scientific Reports-ში განოქვეყნებულ სტატიაში.

მართლაც, დიდი ხანია ცნობილია, რომ გახშირებული სუნთქვისას ეთანოლი უფრო სწრაფად გამოიდევნება სისხლიდან, თუმცა, ამ დროს ადამიანი ნახშირორჟანგსაც კარგავს, რაც ასევე სახიფათოა მისთვის. ღრმად და სწრაფად სუნთქვა საშველი არ არის, რადგან 2 წუთში შეიძლება თავბრუ დაგეხბეთ და გონებაც დაკარგოთ, - გვაფრთხილებს ფიშერი.

ClearMate-ის უპირატესობა ის არის, რომ ის ორჰანიზმში აბრუნებს ბალანსისთვის საჭირო რაოდენობის ჟანგბადსა და ნახშირორჟანგს.

ტორონტოელი ექიმების მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის დროს 5 მოხალისეს ასმევდნენ არაყზე დამზადებულ კოქტეილს. ცდამ აჩვენა, რომ ClearMate-ის მეშვეობით ორგანიზმიდან ალკოჰოლი სამჯერ უფრი სწრაფად გამოიყოფოდა, ჩვეულებრივთან შედარებით. თუმცა, ექიმები აღიარებენ, რომ საბოლოო შედგისთვის 5 ადამიანი საკმარისი არ არის, ამასთან მათ ცდები არ ჩაუტარებიათ იმ რაოდენობის ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში, რომელიც ჯანმრთელობისთვის არის სახიფათო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42