15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 16:36, 14 Nov, 2020     1487

ვერძი

ეს დღე არჩევანსა და პრინციპების დაცვას განასახიერებს. გამორიცხული არაა, რომ დაგეგმილი დასვენება გააუქმოთ და ამის ნაცვლად, დამატებითი სამუშაოს შესრულებას შეუდგეთ. ამ დღეს ყველა საქმე ფინანსებს უკავშირდება. აუჩქარებლად იმოქმედეთ. სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს. შესაძლოა, ახალი საქმე დაიწყოთ, ან ახალი ადამიანები გაიცნოთ. კვების პროდუქტებში უპირატესობა რძის პროდუქტებს მიანიჭეთ.

კურო

ოჯახური საქმიანობა უამრავ უსიამოვნებას აგარიდებთ თავიდან. შესაძლოა, მისტიკამ, რელიგიამ ან ფილოსოფიამ დაგაინტერესოთ. მდიდარი ფანტაზია და წარმოსახვის უნარი მოულოდნელ დასკვნამდე მიგიყვანთ. მეგობრებთან ან ნათესავებთან ურთიერთობაში ეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ და ბოლომდე გულახდილი ნუ იქნებით.

ტყუპები

მშვენიერი დღეა ახალი საქმის დასაწყებად. არასტანდარტული აზროვნება და ერთგვარი ექსცენტრიკულობა იმ ადამიანების გაოცებასაც კი გამოიწვევს, რომლებიც კარგად გიცნობენ. ეცადეთ, მეტი თავშეკავება და გამძლეობა გამოიჩინოთ, თორემ შეიძლება ჩიხში აღმოჩნდეთ.

კირჩხიბი

ახალი საქმის დაწყებამდე, ეცადეთ, ძველი დაასრულოთ. თავი შეიკავეთ ახალი ნივთების შეძენისგან, თორემ შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ. უეცრად თავს მარტოსულ და უსარგებლო ადამიანად იგრძნობთ, ამიტომ საღამოს ეცადეთ, ყველა საქმე გვერდით გადადოთ და საყვარელი საქმით დაკავდეთ.

ლომი

საკმაოდ რთული დღეა. გამორიცხული არაა, ყველა საქმის გადადება მოგიწიოთ და დამატებითი სამუშაოს შესრულებას შეუდგეთ. მაგალითად, სხვისი შეცდომები გამოასწოროთ ან კონფლიქტის მხარეებს მშვიდობისმყოფლის როლში მოევლინოთ. ნაჩქარევ და ემოციურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ, ამით მხოლოდ მტრებს შეიძენთ.

ქალწული

ეს დღე სულიერ სიმშვიდეს ვერ მოგიტანთ, რადგან სიცრუესთან და კონფლიქტებთან არის დაკავშირებული. ნერვული სისტემის დაძაბვამ შეიძლება ქრონიკული დაავადებები გაამწვავოს. ეცადეთ, კონფლიქტურ სიტუაციებს გაერიდოთ და სხვა საქმეზე გადაერთოთ. გახსოვდეთ, ახლობელი ადამიანები თქვენგან სიყვარულსა და გაგებას ელიან.

სასწორი

სულიერი განვითარებისთვის ხელსაყრელი დღეა. კარგი იქნება, თუ ეკლესიაში წახვალთ და ღმერთთან განმარტოვდებით. კარგი დღეა ჩანაფიქრის განხორციელებისა და ოჯახური ურთიერთობებისთვის.

მორიელი

გაურკვეველი, წინააღმდეგობრივი დღეა. თუ ეჭვი გეპარებათ, რომ სწორად მოქმედებთ, საკუთარ ინტუიციას ენდეთ. ერიდეთ უფროსობასთან ურთიერთობის გარკვევას და ნუ იქნებით ვინმეზე დამოკიდებული. შესაძლოა, ისეთი ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ, რომლებსაც ადრე მოკავშირეებად არ მიიჩნევდით.

მშვილდოსანი

შესანიშნავი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად, თუმცა ეცადეთ, საკუთარი სურვილები შესაძლებლობებს მოარგოთ. თქვენი მხიარული ხასიათი და გონებამახვილობა ნებისმიერი წვეულების ცენტრად გაქცევთ. შესაძლოა, უტაქტო ხუმრობამ მცირეოდენი გაუგებრობა გამოიწვიოს, თუმცა კონფლიქტი მალე მოგვარდება.

თხის რქა

შესაძლოა, პირად ცხოვრებაში გარკვეული კორექტივების შეტანა მოგინდეთ, მაგრამ მოვლენები არ უნდა დააჩქაროთ, შეიძლება ბოლო წუთს ყველაფერი შეიცვალოს. ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის მჭიდრო კავშირი და შესანიშნავი ინტუიცია საშუალებას მოგცემთ, სწორი დასკვნა გამოიტანოთ. სიფრთხილე და წინდახედულება შეცდომებისგან დაგიცავთ. თუ შვილები გყავთ, მათ აღზრდასთან დაკავშირებული პრობლემები გელით.

მერწყული

ამ დღეს მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი ან სასიამოვნო ცნობა, რომელიც თქვენს ცხოვრებას ძირეულად შეცვლის. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი სითბო და მზრუნველობა უნდა გამოიჩინოთ. ვახშამი სანთლების შუქზე ზუსტად ისაა, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.

თევზები

აქტიური და დაძაბული დღეა. უამრავი საქმის გაკეთება მოგიწევთ, განსაკუთრებით ისეთის, რომელიც ფანტაზიასა და შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს. ეს დღე შეიძლება მოულოდნელობებით იყოს სავსე (როგორც სასიამოვნო, ისე უსიამოვნო). თუმცა, ნურაფრის შეგეშინდებათ. ადაპტაციის უნარის საშუალებით ყველა სირთულეს დაძლევთ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42