სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ტერმინს „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ და აღნიშნავს, რომ ეს ტერმინი თავდაპირველად მხოლოდ გერმანიასა და იტალიაში არსებობდა და ცალკეული პარტიების შეზღუდვას ემსახურებოდა:
„ეს ტერმინი ყოველთვის მიუღებლად მიმაჩნდა და არასოდეს არ შევგუებულვარ… დღეს კიდევ რომ მესმის ცუდად ვხდები!
გავიხსენოთ ჯერ ერთი საიდან მოდის. ეს ტერმინი არსებობდა მხოლოდ გერმანიაში და იტალიაში და ასახავდა იმ პარტიების მდგომარეობას, რომლებსაც ექსტრემისტულ იდეოლოგიის გამო ( "ნეო ნაცისტურ" თუ "ნეო ფაშისტურ" ) აკრძალული ჰქონდათ კონსტიტუციით პარლამენტში შესვლა და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა.
გააცოცხლა რა ეს ტერმინი სააკაშვილმა და ამითი ახალ რეალობას ნამდვილად ასახავდა, ანუ იმ ფაქტს , რომ ოპოზიციას აკრძალული ჰქონდა (გაყალბებით) მონაწილეობა არათუ პარლამენტში, არამედ ასევე ადგილობრივ ინსტანციებში , გარიყული იყო მთლიანად პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებიდან რამაც გამოიწვია მისი "რადიკალიზაცია" და "მარგინალიზაცია" . ეს პროცესი დაასრულდა ძალაუფლების მონოპოლიზირებით და ოპოზიციის - "არასაპარლამენტოდ"- მონათვლით. ეს გასაგებია: სიტყვა მიზანს ესატყვისებოდა!
ეხლა რაღა გვჭირს და რატომ ისევ ეს ტერმინი?
როგორ თუ? ის პარტიები (მე არ ვიცი ჯერ ვინ არის ოპოზიცია და ვინ არა) - რომლების ბრძოლა წინა რეჟიმის მოშორებაში თუ შედეგის გარეშე დამთავრდა მაინც დასამახსოვრებელია "- არა საპარლამენტოდ" უნდა ითვლებოდნენ და „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ჯერ თავის დანაშაულის არც აღიარების და არც გასამართლების წინაშე არ დამდგარა, უნდა იყოს ერთადერთი " ს ა- პარლამენტო" ? ნეტავ რა ლოგიკით და რა გამართლებით?
არ დაგვავიწყდეს, რომ დემოკრატიულ სისტემაში ნებისმიერი ლეგალური პარტია, არსებითად "საპარლამენტოა", რამეთუ მისი არსებობის მიზანია, სწორედ არჩევნებით იმ წარმომადგენლობითი ადგილების დაკავება რომლების მეშვეობით შეძლებს თავისი პროგრამის, მიზნების და დაპირებების აღსრულებაში მოყვანას.
"არა საპარლამენტო" იმ თავითვე ქმნის იმ პრობლემებს რასაც ვაკვირდებით დღეს: ანუ "არა პარლამენტო" პარტიების არაფრად ჩათვლა, მათი პოლიტკურ პროცესებში არ გათვალისწინება (არც პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დაპატიჟება, არც კანონ პროექტების განხილვაში მათი თანამონაწილეობა. არც ქვეყნის სტრატეგიულ საფრთხეების განხილვაში ….)
იმის ძახილი რომ აბა 200 პარტიებს ხომ არ დაველაპარაკებით (ან დებატებში 200 პარტიასთან ხომ არ გავალ!) არის არასერიოზული პასუხი სერიოზულ კითხვაზე: რა ადგილი უნდა ჰქონდეს ქვეყნის პროცესებში იმ ძალებს რომელბიც სააკაშვილის მიერ დამახინჯებულ კონსტიტუცია/კანონების და საარჩევნო სისტემის/ გაყალბების მეშვეობით გარეთ დარჩნენ…. და რანაირად უნდა ჩამოყალიბდეს ქვეყანაში ახალი ძალა (რომელიც ესოდენ საჭიროა) როცა მას არც ფინასური საშუალება (სრულიად უთანასწოორო დაფინასების სისტემის პირობებში) არც საკანონმდებლო გარემო არ უწყობს ხელს….
პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს თავისი მიდგომა მის გარეთ დარჩენილ პოლიტიკურ და სოციალურ ძალების მიმართ და მოსმენა დროზე ისწავლოს. მეორე კი"ოპოზიციამ" თავის თავს უნდა სცეს პატივი, ელემენტარული პოლიტიკური ცოდნა გამოამჟღავნოს და თავად არ დაირქვას "არა საპარლამენტო" .
და ყველამ ერთად კი უნდა სერიოზულად შევუდგეთ იმ ცვლილებების შეტანას საკანონმდებლო, საფინანსო, საარჩევნო პროეკეტებში რომ რეალობად იქცეს საქართველოში ახალ პარტიების ჩამოყალიბება და მათ არსებულ პარტიებთან ერთად არჩევნებში მონაწილეობის და რეალურ შედეგების მიღწევის საშუალება…
დემოკრატია იწყება ყველასი ჩართვით და თავდება სხვისი გარიყვით!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






