"პანტაპუნტით გვეცლება ექიმები კლინიკიდან...ნეტა, ახალ წელს მარტო არ დავრჩებოდე" – ქართველი ექიმი კორონავირუსზე
ეს საინტერესოა - 18:02, 12 Nov, 2020     1764
ექიმი კარდიოლოგი, ინგა ბოჭორიშვილი სამედიცინო სფეროში შექმნილი მძიმე ვითარების შესახებ წერს:

„პანტაპუნტით გვეცლება ექიმები კლინიკიდან. ყოველ დღე თითო-თითო მჩქეფარე სუბიექტი უვარდება თვითიზოლაციას მკლავებში. ყოველ დილით ვიღვიძებ თუ არა, ავტომატურად ველოდები ახლა ამბავს – დღეს ვინ აღმოჩნდება “ დასახვრეტთა” სიაში. ადრე დიდად ვერ ვითავისებდი იმ დისკომფორტს რომელიც ავადმყოფობის გარდა სხვა ბევრ რამეს თავდაყირა აყენებს.

ქუთაისსა და თბილისს შორის გაბმული ექიმის პირობაზე არ ვგრძნობ თავს უკმაყოფილოდ. ადრე თუ დამიჩივლია, რომ მშვიდი და ნორმალური- ადგილობრივი ყოფა მეტად საოცნებო რამ გახდა ჩემი რეალობისათვის, ახლა მხოლოდ იმაზე ვლოცულობ, რომ ცოტა ხანი კიდევ “გავქაჩო” და მთავარია, სადმე რაიმე არ გავჭედო, ან თავად არ გავიჭედო. შიშველი ცხვირ-პირის დანახვაზე ზუსტად ისეთივე რეაქცია მაქვს, როგორც ნუდისტებისა ქალაქში – დისკომფორტის შეგრძნება.

სამსახურში ყველანი დაზაფრულები ვართ და მხოლოდ იმაზე ვნერვიულობთ, რომ ვირუსი სხვასთან არ გავავრცელოთ, საკუთარ თავსაც დავეძებთ, რა თქმა უნდა. ძირითადად, ოჯახის წევრებს ვმტრობთ მაგ ამბავში. ყოველდღე covid-19-ის მზარდი შემთხვევები ჩვეულებრივი გახდა, თითქოს შევეჩვიეთ ისევე, როგორც ყველაფერს მიუღებელს ან ახალს ეჩვევა ადამიანის გონება ხანგრძლივი აგიტაცია-პროპაგანდის შემდეგ.

სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან რაღაც ისეთი ხდება, რამაც ამოაგდო კონტექსტიდან ცივილიზაცია. ხან რას გავურბივართ, ხან რას.

ჩემი აზრით, ძლიერი ყოფილა ადამიანის გონება – მაინც ასე ჰქვია, რომ უმაღლეს საფეხურზე ჯერჯერობით ჩვენ ვდგავართ ( მიუხედავად ყველაფრისა). თავს ვიიმედებთ, ვირთობთ, ვიძლიერებთ, ვოცნებობთ, მიზნებს ვსახავთ და ასე შემდეგ. მე კი ამ პირუეტიდან ცალი თვალით ვიჭვრიტები და ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ალბათ მეც გამომდებს covid-ი კლანჭს და მერე ვინმეს მეც დავასაჩუქრებ, მაგრამ ერთი ძლიერი შიში მიღრღნის გონებას: ნეტა, ახალ წელს მარტო არ დავრჩებოდე, ან მდე ან შემდეგ მოხდეს ჩვენი გაცნობა.

ჯანმრთელობას გისურვებთ! ამტანობას და დღეგრძელობას!!!“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42