ნანა კაკაბაძე მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გადადებას, აქციით გააპროტესტებს
საზოგადოება - 21:18, 28 Nov, 2013     2301

აღნიშნულთან დაკავშირებით კაკაბაძემ განცხადება გაავრცელა.

"მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნაზე ხელისუფლებამ უარი განაცხადა. საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ხელისუფლებამ უარი თქვა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი იმ კომისიის შექმნაზე, რომლის ჩამოყალიბებასაც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამაოდ ელოდა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. მისი განცხადებით, ამის მიზეზად მთავრობამ დაასახელა იმის საშიშროება, რომ სს საქმეების გადასინჯვისა და მათ ნაწილზე გამამართლებელი განაჩენების დადგენის შემთხვევაში გამართლებული პირები მოითხოვენ ფინანსურ კომპენსაციას, რისი გადახდის საშუალებაც ბიუჯეტს არ გააჩნია.

მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღება იმ “უდანაშაულო დამნაშავეებისათვის” და მათი ოჯახის წევრებისათვის მიცემული დაპირების შეუსრულებლობაა, რომელთა მხარდაჭერამაც ბევრწილად განაპირობა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლა. ეს არის ქართული საზოგადოების იმ ნაწილის შეურაცხყოფა, რომლებმაც სწორედ სამართლიანობის აღდგენის იმედით მოიყვანა ხელისუფლებაში მმართველი კოალიცია.

ასეთი ცინიკური გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ შეურაცხყო ქართული საზოგადოება, რომლისთვისაც მთავარი ღირებულება ღირსების აღდგენა და არა ფულადი კომპენსაციების მიღებაა. შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ხელისუფლებას თავისუფლად შეეძლო, ერთმანეთისგან გაემიჯნა სისხლის სამართლებრივი და სამოქალაქო წესით კომპენსაციის მიღების საკითხები და მიცემული დაპირება აღესრულებინა. მოვუწოდებთ საზოგადოებას, ჩვენთან ერთად გააპროტესტოს ხელისუფლების ასეთი მოქმედება და მოსთხოვოს მას დანაპირების შესრულება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კაკაბაძე აქციის გამართვას 15 დეკემბერს გეგმავს.

თეა წულუკიანის განცხადებით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა გადაიდო.

"მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენილი კომისიის შესახებ კანონპროექტი უკვე რამდენიმე თვეა მზადაა, მას რეალურად არაფერი სჭირდება გარდა იმისა, რომ გაეგზავნოს პარლამენტს.

ჩვენ კანონპროექტი მთავრობის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე გავიტანეთ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ კომისიის შექმნას არავინ ეწინააღმდეგება, მთავრობამ მიიჩნია, რომ ძალიან ფრთხილადაა გასათვლელი ის შედეგები, რაც შესაძლოა ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით მივიღოთ, ვინაიდან თუკი ადამიანი გამართლებულად იქნება მიჩნეული და მას უკვე გაუჩნდება მატერიალური მოთხოვნის დაყენების უფლება, ამისთვის დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური, ფინანსური მდგომარეობა მზად არ არის.

ამ ერთადერთი მიზეზის გამო ჩაითვალა, რომ ეს ამ ეტაპზე ნაადრევია, თუმცა თავისთავად იდეა უარყოფილი არ ყოფილა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42