ამჟამად „რუსთავი 2“-ის 9 პროცენტიან წილს მისი დირექტორი გიორგი გეგეშიძე ფლობს, 22 პროცენტს ლევან ყარამანიშვილს, 18 პროცენტი კი გიორგი ყარამანიშვილს ეკუთვნის. გიორგი და ლევან ყარამანიშვილები ფლობენ ტელეკომპანია „საქართველოსაც“.
მათ ეს კომპანია მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს მას შემდეგ შეიძინეს, რაც „საქართველოს“ კუთვნილი საერთო სიხშირული ლიცენზია ჟურნალ „ტაბულას“ გამომცემელმა „მედიის განათლების ფონდმა“ იყიდა.
ამის პარალელურად, „რუსთავი 2“-ის დაბრუნება მის ყოფილ მფლობელებს სურთ. ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა განაცხადეს, რომ ისინი სამართლებრივ დავას იწყებენ. ტელეკომპანიის დაბრუნებას ცდილობს ქიბარ ხალვაშიც, ბიზნესმენი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ემიგრაციაში წავიდა და ხელისუფლება დევნაში დაადანაშაულა. ხალვაში „რუსთავი 2“-ს დავით დვალის, ჯარჯი აქიმიძისა და ეროსი კიწმარიშვილის შემდეგ ფლობდა.
მედია.ჯი
მასალის გამოყენების პირობები






