ქსნის მე-15 ციხეში პატიმარი "სკაიპით" "კანონიერ ქურდად" მონათლეს
საზოგადოება - 16:54, 28 Nov, 2013     12028

საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში სკანდალი მწიფდება. 2013 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად, საქართველოში კიდევ ერთი „ინაუგურაცია" გაიმართა - კერძოდ, ქსნის მე-15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებული გ.კ. „კანონიერ ქურდად" მონათლეს და ეს ყველაფერი სკაიპის საშუალებით მოხდა,-ამის შესახებ ,,რეპორტიორ.ჯი“ გაზეთ "საკვირაოზე“ დაყრნობით წერს.

ჟურნალისტ ნინო დარბაიძის წყაროს ცნობით, სასჯელაღსრულების სამინისტრო მომხდარ ფაქტს არ ახმაურებს, თუმცა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი საგამოძიებო სამსახურმა უკვე დააკავა. კერძოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსი ზურაბ ვარდიძე სამართალდამცავებმა 26 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აიყვანეს. დაკავებული იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რეჟიმის უფროსი ჯიმშელეიშვილიც, თუმცა, იგი ამჟამად გათავისუფლებულია. ,, ჩვენი წყაროს ცნობით, ვარდიძის დაპატიმრება სწორედ ქსნის კოლონიაში პატიმრის ქურდად მონათვლას უკავშირდება. სავარაუდოდ, ამ ამბავს გადაყვება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ღურწკაიაც, რომლის თანამდებობიდან გათავისუფლებაზეც, ისედაც რამდენიმე კვირაა, საუბრობენ. ციხეში პატიმრის ქურდად მონათვლა, თანაც, უცხოეთიდან და სკაიპის მეშვეობით, მართლაც შემაშფოთებელი ამბავია და ეს ნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ყველაფერი რიგზე არ არის. წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო პატიმრის ქურდად მონათვლა, სკაიპის მეშვეობით? პატიმარს საკანში უნდა ჰქონოდა კომპიუტერი (ლეპტოპი) ან მაღალი დონის მობილური ტელეფონი. ციხის ტერიტორიაზე უნდა მოეხერხებინა ინტერნეტის სიგნალის დაჭერა და ამ გზით უნდა დაკავშირებოდა საზღვარგარეთ მყოფ ე. წ. კანონიერ ქურდებს. უნდა შემდგარიყო ე. წ. სკაიპ-კონფერენცია და წარმართულიყო „ქურდად მონათვლის" პროცედურა, რომელსაც საკმაო დრო დასჭირდებოდა, სავარაუდოდ, ერთი საათი მაინც. ჩვენი წყარო იმასაც ამბობს, რომ პატიმრის ქურდად მონათვლა შედგა პროექტორის გამოყენებით, ანუ ციხის საკნის კედელი ასრულებდა დიდი ეკრანის ფუნქციას, რომელზეც სპეციალური აპარატურის საშუალებით ვიდეოგამოსახულება მიიღება. როცა ციხეში ხერხდება ლეპტოპის, ან თუნდაც მობილური ტელეფონის და, მით უმეტეს, პროექტორის შეტანა, შემდეგში კი ეს ყველაფერი პატიმრის ქურდად მოსანათლად არის გამოყენებული, რა თქმა უნდა, სისტემის ფაქტობრივი კრახია,“- ნათქვამია გამოცემის მასალაში. გამოცემის ინფორმაციით, ქსნის კოლონიაში პატიმარ გ.კ.-ს ქურდად მონათვლა სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელთა ნებართვითა და ხელშეწყობით მოხდა. წყარო ამბობს, რომ მინისტრი სუბარი და გენინსპექციის უფროსი სუბელიანი ე. წ. კანონიერ ქურდებთან ვალში არიან, რადგან ციხეში არსებული პრობლემები სწორედ ე.წ. ავტორიტეტებმა მოაგვარეს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ სკანდალის გახმაურების შემთხვევაში ღურწკაიას თანამდებობის დატოვება მოუწევს, მის შემცვლელად კი კულუარებში დიმიტრი დარბაისელი სახელდება, რომელიც აქამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (სუს) თბილისის სამმართველოს უფროსად მუშაობდა. "ნიუპოსტი" ინფორმაციის გადასამოწმებლად სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. როგორც ჩვენთან საუბარში ირაკლი კორძაიამ განაცხადა, აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი ზედმეტია. "ასეთი გაზეთი გაგიგია საერთოდ? რაღაცა გიჟები შეიკრიბნენ და წერენ. არ იქნება კომენტარი მაგაზე საერთოდ,“ - განუცხადა "ნიუპოსტს" ირაკლი კორძაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42