საქართველოს ქალაქებისთვის ურბანული ტრასპორტის საინფორმაციო ბაზა იქმნება
საზოგადოება - 16:01, 28 Nov, 2013     1154

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროში, დღეს, საქართველოს 8 ქალაქის მუნიციპალიტეტებისა და სამინიტროს სამსახურების თანამშრომლებისთვის ურბანული ტრანსპორტის საინფორმაციო და მენეჯმენტის სისტემის სამდღიანი სწავლება დაიწყო. სწავლება ხორციელდება პროექტის - „GIS-ზე დაფუძნებული ურბანული ტრანსპორტის საინფორმაციო და მენეჯმენტის სისტემის შექმნა საქართველოს 8 ქალაქისთვის”, ფარგლებში, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.

პროექტის მიხედვით, საქართველოს ქალაქებისთვის იქმნება, საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის ინოვაციური პროდუქტი - საქართველოს ქალაქების საკმარისად მაღალი სისზუსტის რუკებზე მიბმული ურბანული ტრასპორტის მრავალთემატური საინფორმაციო ბაზა. ამგვარი სისტემა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, განვითარებისა და მომსახურების უაღრესად ეფექტური და თანამედროვე სამყაროსთვის უკვე შეუცვლელი ინსტრუმენტია.

პროექტის ამოცანებია: GIS-ზე დაფუძნებული ურბანული ტრანსპორტის საინფორმაციო და მენეჯმენტის სისტემის შექმნა საქართველოს 8 ქალაქისთვის (ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, ანაკლია, მესტია, მცხეთა, მანეული და რუსთავი); საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აღჭურვა სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკითა და ლიცენზირებული კომპიუტერული პროგრამებით; პროექტის შესაბამისი ქალაქების მუნიციპალიტეტების თანამშრომლების ტრეინინგი, სისტემის მრავალმხრივ გამოყენებასა და მონაცემების განახლებაში.

იფრასტრუქტურის მენეჯმენტის GIS-ზე დაფუძნებული სისტემების შექმნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტრატეგიის ერთ-ერთი ძირეული პრიორიტეტია. ამ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სამუშაო ინსტრუმენტების გამოყენება ინფრასტრუქტურის მართვისა და დაგეგმვის მაქსიმალური ოპტიმიზაციის, მისი განვითარებისა და მომსახურების ხარჯების დაზოგვის საუკეთესო საშუალებას იძლევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42