მერაბიშვილი - პროკურატურა ვერ შეძლებს ღირებული მტკიცებულების წარმოდგენას
სოც.მედია - 14:54, 28 Nov, 2013     1925

"ნიუპოსტი" ვანო მერაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "25 ნოემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში „დასაქმების საქმეზე“ ჩემი და ზურაბ ჭიაბერაშვილის მორიგი პროცესის დასრულების შემდეგ, პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ განაცხადა:

„ჩვენ ვთვლით, რომ ეს მტკიცებულებები აუცილებელია იმისთვის, რომ დადგინდეს, რომ ნამდვილად გაფლანგული იქნა ეს თანხა. რომ მოხდა ამომრჩეველთა მოსყიდვა წინასაარჩევნო პერიოდში და შესაბამისად ეს არის ბრალდების მხარის მტკიცებულებები. რაც შეეხება მომდევნო სხდომებს, ჩვენ წარმოვადგენთ, როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ და დოკუმენტურ მტკიცებულებებს, რომლებიც პირდაპირ ადასტურებს ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ივანე მერაბიშვილის ბრალეულობას“.

ამ განცხადებით ქალბატონმა პროკურორმა დაადასტურა, რომ დღემდე დაკითხული 100-ზე მეტი მოწმიდან, ჯერ-ჯერობით არც ერთი არ ადასტურებს ჩემი ან ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალეულობას. შესაბამისად, გაუგებარია თუ რას ემსახურებოდა ქუთაისის სასამართლოში აქამდე გამართული წარმოდგენები. აგრეთვე გასარკვევია, თუ კიდევ რამდენი ჩვენი აქტივისტის თუ რიგითი მოქალაქის ტყუილად დაკითხვას გეგმავს პროკურატურა დარჩენილი 3800-ზე მეტი მოწმიდან.

ქალბატონი პროკურორი გვპირდება, რომ მხოლოდ მომდევნო სხდომებიდან ბრალდება დაიწყებს იმ მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლებიც ადასტურებენ ჩვენს ბრალს. მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ეს არის პროკურატურის სიცრუის გაგრძელება და დროის გაყვანის მორიგი მცდელობა, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ ვერც მომდევნო, ვერც იმის შემდგომ და ვერც სხვა დარჩენილ პროცესებზე პროკურატურა ვერ შეძლებს რაიმე ღირებული მტკიცებულების წარმოდგენას, მათი უბრალოდ არარსებობის გამო", - ნათქვამია მერაბიშვილის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42