სამართალდამცავებმა ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს
სამართალი - 14:13, 28 Nov, 2013     2439

2013 წლის 27 ნოემბერს სამართალდამცველებმა სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის საქართველოს მიმართულებით კვეთისას ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული აიჰან სატილოღლუ (Ayhan Satiloglu) დააკავეს.

აღნიშნული პიროვნება დაპატიმრების და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის არხებით საერთაშორისო ძებნაში 2008 წლის 12 ივნისიდან იმყოფებოდა.

აიჰან სატილოღლუს ბრალად ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 212, 223, 224, 22, 23, 49, და 52-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს მკვლელობის მცდელობას და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას. 2006 წლის 2 აპრილს გერმანიაში, ქალაქ ბრემერჰავენში სატილოღლუმ მსხვერპლს თავის არეში ცივი იარაღით სიცოცხლისთვის სახიფათო 19 ჭრილობა მიაყენა.
აღსანიშნავია, რომ აიჰან სატილოღლუ უკვე იყო დაკავებული გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, თუმცა მან წინასწარი პატიმრობიდან გაქცევა მოახერხა.

ამჟამად სატილოღლუ დაკავებული და მოთავსებულია აჭარა-გურიის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში და მის მიმართ წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42