ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები, ქართული წარმოშობის შორენა გაჩეჩილაძე და მისი მეუღლე, გოჩა ჩერტკოევი ტელეკომპანია „იმედის“ თოქ-შოუ „დღის შოუს“ შვილთან, ლევანთან ერთად სტუმრობდნენ. ვარსკვლავების ოჯახმა საკუთარ ცხოვრებაზე და ქართულ-ამერიკულ ყოფაზე ისაუბრა.
მათი თქმით ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში წავიდნენ. კარიერის მშენებლობის დასაწყისში საკმაოდ დიდი გაჭირვების გავლა მოუწიათ, თუმცა ამ დროისათვის დალასში საკმაოდ შეძლებულ ოჯახს წარმოადგენენ.
ცეკვის ერთი გაკვეთილი გოჩა ჩერტკოევთან და შორენა გაჩეჩილაძესთან 150 დოლარიდან 350 დოლარამდე მერყეობს. რაც შეეხება ვარსკვლავური წყვილის შვილს, ლევან ჩერტკოევს, იგი მშობლების კვალს არ გაჰყვა, პროფესიად ცეკვა არ აირჩია და იგი ფსიქოლოგი გახლავთ. ჟურნალისტის კითხვაზე ჰყავს თუ არა ლევანს მეგობარი გოგონა, მან უპასუხა:
„მყავს და გავიცანი მაშინ, როცა ცხოველების მაღაზიაში, მშობლები სტანდარტული პუდელის საყიდლად შევიდნენ. მერსედესმა (მეგობარი გოგონა) შეურჩია მათ ძაღლი, შემდეგ კი მითხრეს, რომ აუცილებლად უნდა გამეცნო, რადგან კარგი გოგონა იყო, ორი თვეა ერთმანეთს ვხვდებით“, - განაცხადა ლევან ჩერტკოევმა.
აღსანიშნავია, რომ ჩერტკოევსა და გაჩეჩილაძეს შინ ოთხი ძაღლი ჰყავთ. ერთ-ერთი, კავკასიური ნაგაზი, არგო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პირველი სეზონის დასრულების შემდეგ წაიყვანეს საქართველოდან აშშ-ში.
მასალის გამოყენების პირობები






