"ბალტიისპირეთი და საქართველო - საბჭოეთიდან ვილნიუსამდე 80-იანი წლები... ბალტიისპირეთი და საქართველო - საბჭოთა კავშირის თავისტკივილი...
ეროვნული მოძრაობები - გორბაჩოვისეული ,,პერესტროიკის“ მოულოდნელი შედეგი და დარტყმა.
საბჭოთა კავშირის გადარჩენის სოციალურ-ეკონომიკური კონცეფცია სრულ კრახს განიცდის... ხალხთა საპყრობილედან ერები გათავისუფლებას ცდილობენ...
ავანგარდში ბალტიის ერები და საქართველოა... ბალტიელები ზომიერები, თითქოსდა უკვე ევროპელები, მალევე აღწევენ დამოუკიდებლობას. თუმცა თავისუფლების ფასი იმდენად დიდია, რომ სისხლი იქაც იღვრება... საქართველო უფრო ემოციური, უფრო რადიკალური. მისი მიზანიც უცვლელია - თავისუფლება, ევროპა, დასავლური სამყარო... ამ გზაზე სისხლი ძალიან ბევრი დაიღვარა და ეს დღესაც გრძელდება... ბალტიის რესპუბლიკები (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი) დღეს უკვე ნატოს წევრი და ევროპის სრულფასოვანი ნაწილია. მათი თავისუფლების გარანტი მთელი თავისუფალი სამყაროა! საქართველო ჯერ კიდევ იბრძვის! პარადოქსია, რომ ის პირველ ნაბიჯს, მცირეს, მაგრამ რეალურს, სწორედ ბალტიაში დგამს, ვილნიუსში...
აზერბაიჯანი ცოტა ადრე, მაგრამ სხვა გზას ირჩევს, სომხეთი დანებდა და მოსალოდნელიც იყო, ხოლო უკრაინის უკან დახევა, ალბათ დროებითია... იმედია, უკრაინელი ხალხი ბოლომდე იდგება თავისუფლებისათვის საბრძოლველად! საბჭოთა იმპერიის მოდერნიზებული ევრაზიული კავშირის ფორმით რუსული იმპერიის აღდგენის პრობელმა, ამ ჯერზე, ისევ საქართველოა!
რაოდენ საკამათოც არ უნდა იყოს, რუსეთს საქართველოში ბერკეტები შემოეცალა. ყველას თავისებური ხერხი მოუძებნა და უარი ათქმევინა თავისუფალ ევროპაზე... თუ ჩავთვლით, რომ ომი იმპერიისთვის მიზნის მისაღწევი უკანასკნელი საშუალებაა, საქართველოს წინააღმდეგ ესეც აწარმოა! რა დარჩა რუსეთს? ქართველები, რომლებიც ე.წ. ასოცირების პარაფირების თუ ევროპული არჩევანის ავკარგიანობაზე დაიწყებენ კამათს ეკონომიკურ ჭრილში... კი ბატონო, ჯერ კიდევ დიდი შრომა მოგვიწევს... ყველა მიმართულებით... უპირველესად კი განთავისუფლება საბჭოური მენტალობისგან... მაგრამ, მაშინ, როცა საქართველო ჯერ სულ მცირე ნაბიჯს დგამს თავისუფალი სამყაროსკენ, წინა საღამოს წკავწკავის დაწყება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების ხელმოწერის ავკარგიანობაზე, რუსეთის უსუსური ბერკეტის მაინც არსებობაზე მიანიშნებს... როგორც რუსები იტყვიან - ,,слабо товарищи, слабо...“ არ ღირს ბატონებო... მაშინ, როცა სასწორზე თავისუფლება დევს!
მასალის გამოყენების პირობები






