ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო (IWAG) აცხადებს სიახლეს საახალწლო გამოფენა გაყიდვის შესახებ, რომელიც ჩატარდება სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალას”-ში ა. წ. 7 დეკემბერს დილის 10.00 საათიდან საღამოს 6.00 საათამდე.
აღნიშნული გამოფენა გაყიდვა პირველად 1999 წელს ჩატარდა და ტრადიციულად ყოველ წელს იმართება. ჩატარების შედეგად შემოსული თანხა მოხმარდება მზრუნველობა მოკლებულ ან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს.
IWAG-ის საახალწლო გამოფენა გაყიდვა წარმოადგენს ფინანსების მოზიდვის მიზნით ორგანიზებულ უმსხვილეს ღონსძიებას მრავალი ქართველი ხელოვანის და ხალხური რეწვის ავტორის, კომპანიის და ორგანიზაციის, სხვადასხვა ქვეყნების საელჩოების და საკონსულოების( ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთის, ავსტრიის, სომხეთის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ესტონეთის, იტალიის, იაპონიის, ლიტვის, ნიდერლანდების, შვეიცარიის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, ყატარის, ბრაზილიის, პოლონეთის)მონაწილეობით. მოეწყობა სკანდინავიური ქვეყნების კუთხე და წელს პირველად ოფიციალურად იქნება წარმოდგენილი საქართველო საგარეო საქმეთა, კულტურის, სოფლის მეურნეობის სამინისტროების და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით.
7 დეკემბერის გამოფენა გაყიდვაზე, საელჩოებთან ერთადწარმოადგენილი იქნება უამრავი ქართველი ხელოვანის ნაწარმოები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას წარმოებულ პროდუქცია, ინტერნაციონალური სამზარეულო მრავალი ქვეყნის მონაწილეობით და ბავშვების გასართობი ოთახი, სადაც ბავშვებს სანტა კლაუსი ესტუმრება. ასევე მოეწყობა ლატარია და მეორადი წიგნების გამოფენა გაყიდვა.
7 დეკემბრის საქველმოქმედო აქციის სპონსორები არიან სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი, ნატახტარი, კაპაროლი, ჰაიდელბერგ ცემენტი, კნაუფი, მეღვინეობა ხარება, ქიმერიონი, კერხერი, ბანკი რესპუბლიკა, რენტალსი, ომეგა თეგი, ბრიტანულ ქართული აკადემია, ბიოლაინ ჯატო, ორიფლეიმი, ელიტ ელექტრონიქსი, ვისოლი და სუპერმარკეტების ქსელი სმარტი, უკრაინული რესტორანი „კობზარი“ და ტეხასური ქათამი და მრავალი სხვა. IWAG წარმოადგენს არაკომერციულ, არასამთავრობო ორგანიზაციას და ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მსოფლიო ქსელის ნაწილს.
ასოციაცია ცდილობს გააღრმავოს მისი უცხოელი წევრების მიერ საქართველოს და ქართული კულტურის შეცნობა და გაუადვილოს უცხოელებს მშობლიური ქვეყნებიდან შორს ცხოვრება და მუშაობა. IWAG ახორციელებს საქველმოქმედო პროექტებს და მისი მთავარი მიზანია სოციალურად დაუცველი ქალების, ბავშვების და მოხუცების დახმარება.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: გვანცა ჟურული, პირველი ვიცე პრეზიდენტი 595-95-37-01 Mrs.zhuruli@gmail.com
მასალის გამოყენების პირობები






